პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარიზის ოლიმპიადის პრიზიორები უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგინეს. საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 2 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 3 მასობრივი ცენზურა - დევნა Facebook-ის სტატუსებისთვის
- 4 სალომე ზურაბიშვილი 5 000 ლარით დააჯარიმეს გზის გადაკეტვისთვის
- 5 საკადრო ცვლილებები შსს-ში - ხარაზიშვილი გაათავისუფლეს, კუპატაძე და სირაძე ჩამოაქვეითეს
- 6 სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობა შეუფარდა
წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარდგენილი არიან ოლიმპიური ჩემპიონები:
- ძალოსანი ლაშა ტალახაძე, სამგზის ოლიმპიური, შვიდგზის მსოფლიოს და შვიდგზის ევროპის ჩემპიონი;
- ძიუდოისტი ლაშა ბექაური, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი;
- თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი, სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელი, მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონი.
ღირსების ორდენზე წარდგენილი არიან ოლიმპიური პრიზიორები:
- ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი, სამგზის მსოფლიოს და სამგზის ევროპის ჩემპიონი;
- ძიუდოისტი ილია სულამანიძე, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი;
- თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატების ორგზის პრიზიორი, ორგზის ევროპის ჩემპიონი;
- მოკრივე ლაშა გურული, ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი.
„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ“კანონის თანახმად, აღნიშნული სახელმწიფო ჯილდოებით პირს აჯილდოებს პრეზიდენტი საკუთარი ინიციატივით, პარლამენტის თავმჯდომარესთან და პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით, აგრეთვე პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე. ამის მიუხედავად, ირაკლი კობახიძისა და შალვა პაპუაშვილის ერთობლივ განცხადებაში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნახსენები არ არის.
