საქართველოს არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დაპატიმრებით ემუქრება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 5 გოცირიძე: ამ მასშტაბის ფულის გათეთრება ვერ ხერხდება ხელისუფლების მფარველობის გარეშე
- 6 „გამოიწვია ქონებრივი ზიანი 570 ლარის ოდენობით“ – პროკურატურამ ელენე ხოშტარიას ბრალი წარუდგინა
დღეს გამართულ ბრიფინგზე კობახიძემ თქვა, რომ სისხლის სამართლის დანაშაული იქნებოდა პრეზიდენტის განცხადება ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ, ისევე როგორც 29 დეკემბრის შემდეგ ორბელიანების სასახლეში დარჩენა.
„ერთი კვირაც აღარ აქვს სალომე ზურაბიშვილს საკუთარ თანამდებობაზე. ამ ერთი კვირის განმავლობაში ის ვერაფერს ვერ გააკეთებს. მართალია ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი და ჩინოვნიკი აცხადებს იმას, რომ 29 დეკემბრამდე კიდევ ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, მაგრამ მე გარწმუნებთ, რომ არავითარი ბევრი რამ 29 დეკემბრამდე არ მოხდება“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველოში „რადიკალური ოპოზიცია“ ვერ გაიმარჯვებს და სალომე ზურაბიშვილს 29 დეკემბერს თანამდებობის დატოვება მოუწევს.
„ვნახოთ სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ. მე მგონია, რომ მას ეყოფა გონიერება იმისათვის, რომ არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმები.
თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ იგივე სცენარი, რაც განვითარდა თავის დროზე მელიას დაკავების შემთხვევაში, რომ წარმოვიდგინოთ, რომ ის გამაგრდა პრეზიდენტის რეზიდენციაში, ამ შემთხვევაში, ესეც არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ 72 წლის ქალის ციხეში გაშვება შეიძლება არ მოუნდეს არავის, მაგრამ ასეთი ქმედებით ის გაწირავს ყველა იმ ადამიანს, ვინც მასთან ერთად იქნება, ასეთი სცენარის შემთხვევაში, პრეზიდენტის რეზიდენციაში. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სხვა სცენარს ვვარაუდობ, მგონია, მას მაინც ეყოფა გონიერება, არც თავად დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსი და არც ვინმე სხვას არ დაარღვევინოს ისეთი ნორმები, რომლებიც გაითვალისწინებს მათ მრავალწლიან პატიმრობას“, - თქვა კობახიძემ.
21 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ „შეტევის სტრატეგია“ დასახეს. პრეზიდენტის თქმით, საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში ახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველია და „ყველანაირი ზეწოლა“ უნდა იქნეს გამოყენებული იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ეს გადაწყვეტილება მიიღოს.
