„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებმაც გუშინ, 3 სექტემბერს, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის გახსნის პარალელურად აქცია გამართეს, „ნაცი ტიტუშკები“ და „ორკები“ უწოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთი კვლავ უკრაინის „დემილიტარიზაციას“ და ნეიტრალურ სტატუსს ითხოვს
- 2 როგორ დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობა - პროკურატურამ 5 პირს ბრალი წარუდგინა
- 3 „ქართულმა ოცნებამ“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა
- 4 სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში: „ტიტუშკები“, თავდასხმები მედიაზე და დაუსჯელობა
- 5 მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლების აღიარება საქმედ იქცეს – ზახაროვა აგვისტოს ომზე
- 6 კიევზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
„ჩვენ ვნახეთ სახედაკარგული ორკები, „ნაცი“ ორკები, რომლებიც გუშინ ატარებდნენ აქციას. ეს ადამიანები ისტერიულ მდგომარეობაში არიან, სახე აქვთ დაკარგული. ტრაგიკულია მათი მდგომარეობა. არქიფო სეთურის მრევლი, ჩვეულებრივი. „ნაცი“ იტუშკები, „ნაცი“ ორკები - ეს არის მათი რეალური სახე. ტრაგიკულია მათი მდგომარეობა. ჩვენ მზად ვართ, ამ ადამიანებს მართლა ყველანაირი დახმარება გავუწიოთ, მკურნალობის ჩათვლით, თუ ამ ყველაფერს დაექვემდებარებიან. მართლა ტრაგიკულია ამ „ნაცი“ ორკების“ და „ნაცი“ ტიტუშკების ქმედება“, - განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს შეკითხვა დაუსვა „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, ბექა ოდიშარიას მიერ მოქალაქეების გინებასთან დაკავშირებით.
„მოგეწონათ თუ არა, ბატონო ირაკლი? ორმაგი სტანდარტი არ არის, როდესაც გინებისთვის სამოქალაქო აქტივისტებს აკავებთ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი თუ იგინება, დაუსჯელი რჩება?“ - ჰკითხა „ქართული ოცნების“ პრემიერს ჟურნალისტმა, რაზეც პასუხი იყო:
„ამაზე არ გიპასუხებთ. თქვენი პარტიის წარმომადგენელი ორკები და ტიტუშკები გუშინ უსაქციელოდ მოქმედებდნენ, ეს არის თქვენი პარტიის სახე. თქვენ შეაფასეთ „ნაცი“ ორკების და ტიტუშკების მოქმედება, დანარჩენს მერე მე შევაფასებ“.
გუშინ, 3 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა კახა კალაძის საარჩევნო შტაბი საპროტესტო აქციისა და პოლიციის მობილიზაციის ფონზე გახსნეს. პარტიის მხარდამჭერებმა აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს, რომლებიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ, უცენზურო სიტყვებით მიმართეს და შეაფურთხეს, თუმცა, პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია. ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობდა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გიორგი შუკვანიც.

აქციის მონაწილეებთან დაპირისპირებაში შევიდა „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, ბიზნესმენი ბექა ოდიშარიაც, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, მანამდე წყალი შეასხეს. აქციის მონაწილეები მას „რუსს“ და „მონას“ ეძახდნენ. ისმოდა უცენზურო შეძახილებიც.
ოდიშარიას შეახსენეს 9 აპრილის შესახებ გაკეთებული განცხადებაც - დეპუტატობის დროს მან 9 აპრილის ტრაგედიას „ე.წ. ჭყლეტა“ უწოდა. ამით გაღიზიანებულმა ოდიშარიამ აქციის ქალ მონაწილეს მიმართა:
- „სად იყავი 9 აპრილს?“
- „არ ვიყავი, ჩანასახშიც არ ვიყავი...“
- „ჩანასახში არც უნდა ყოფილიყავი, შე ნაძირალა“.
ბექა ოდიშარიამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა „პუბლიკის“ ფოტოჟურნალისტს, მინდია გაბაძესაც. „მოქალაქეები ამბობენ, რომ ნასვამი ბრძანდებით“, - მიმართა ჟურნალისტმა ყოფილ დეპუტატს. „მე ვარ ნასვამი? შენ ნატ*ნაურები ხარ“, - უპასუხა ოდიშარიამ.
ბექა ოდიშარიას საქციელი „ქართული ოცნების“ არცერთმა ლიდერმა არ დაგმო.
