„კოალიციამ ცვლილებისთვის“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სიის პირველი ოცეული დაასახელა. სიის პირველი ნომერი ნანა მალაშხიაა, ქალი ევროკავშირის დროშით, რომელიც ოპოზიციურ პოლიტიკურ გაერთიანებას ახლახანს შეუერთდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 3 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 4 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 5 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 6 „პოლიციელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“ – შს მინისტრის მოადგილე გორში ძალადობაზე
„ჩემთვის დიდი პატივია მონაწილეობა მივიღო ამ ბრძოლაში. ამ გუნდთან ერთად და ვიყო გუნდის პირველი ნომერი. გუნდთან, რომელიც მოიტანს ცვლილებებს, იმ ფუნდამენტურ, სისტემურ ცვლილებებს, რაც აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის. მე შემთხვევით არ მითქვამს სიტყვა ბრძოლა, ეს არის ბრძოლა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და ზუსტად იმ ფუნდამენტური ცვლილებებისთვის, რაც აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. მე დარწმუნებული ვარ 26 ოქტომბერს საქართველო გაიმარჯვებს“, - განაცხადა მალაშხიამ.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული ასეთია:
- ნანა მალაშხია - თბილისის მერიის თანამშრომელი;
- ნიკანორ მელია - პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარე;
- ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“
- გიგა ლემონჯავა - პარტია „დროას“ წევრი;
- თენგიზ თევზაძე - პარტია „ახალის“ წევრი;
- ცოტნე კობერიძე - პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი;
- გიორგი კირთაძე - პარტია „ახალის“ წევრი, აჭარის უმაღლესი საბჭოს მოქმედი დეპუტატი;
- ივანე ჭყონია - ბიზნესმენი;
- ხათუნა სამნიძე - „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე;
- ოქტაი ქაზუმოვი - ქართული ენისა და ლიტერატურის ფილოლოგი, მოძრაობა „აქტივისტები მომავლისთვის“ წევრი;
- მაია კოპალეიშვილი - პარტია „ახალის“ წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე;
- ბორისი ყურუა - პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი;
- ანა გოგოლაძე - პარია „ახალის“ წევრი, თბილისის საკერებულოს დეპუტატი;
- გიორგი ბუტიკაშვილი - პარტია „ახალის“ წევრი;
- გიორგი იმედაშვილი - პარტია „ახალის“ წევრი;
- ელენე ხოშტარია - პარტია „დროას“ ლიდერი;
- სოფია გოლეთიანი - პარტია „ახალის“ წევრი;
- მარიკა არევაძე - პარტია „ახალის“ წევრი;
- ანი ქავთარაძე - ექიმი-ანესთეზიოლოგი, პარტია „ახლის“ წევრი;
- თორნიკე ბიკაშვილი - თბილისის საკრებულოს დეპუტატი, პარტია „ახლის“ წევრი.
კოალიციის საარჩევნო სიაში არ არის პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია. როგორც მან განაცხადა, სურს „პარლამენტში გზა გაეხსნათ ახალ ადამიანებს“.
