კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ 1 670 258 ლარით დააჯარიმა კინოთეატრები და კომპანიები, რომლებიც კინოთეატრების ბილეთებს ონლაინ ჰყიდიან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
- 5 მარნეულის მერის ძმა ბიზნესმენზე ჯგუფური თავდასხმის ბრალდებით დააკავეს
- 6 ირანის ელჩი: თუ რეგიონიდან იქნება ქმედება ჩვენ წინააღმდეგ, გვექნება რეაქცია
ერთიან ეკონომიკურ სუბიექტს „სადისტრიბუციო კომპანიას“ („სადისტრიბუციო კომპანია“, შპს „კავეა საბურთალო“ შპს „კავეა გალერეა“, შპს „კავეა თბილისი მოლი“, შპს „რუსთაველი ჰოლდინგ სინემა“, შპს „ამირანი“, შპს „აპოლო ბათუმი“) სანქციის სახით 1 120 562 ლარი დაეკისრა. 544 328 ლარით დაჯარიმდა შპს „თინეთი“, რომლის 100% წილის მფლობელი TBC Bank Group PLC-ია, ხოლო 5368 ლარით მომჩივანი - შპს „ელ.ბილეთები“.
კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევად შეფასდა შპს „სადისტრიბუციო კომპანიას“ და შპს „თინეთს“ შორის ექსკლუზივის პირობით გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც კინოთეატრების ბილეთების რეალიზების უფლებას მხოლოდ „თინეთის“ მფლობელობაში მყოფ პორტალ tkt.ge-ს აძლევდა. გარიგების მონაწილედ იქნა მიჩნეული მომჩივანი შპს „ელ. ბილეთები“, რომელიც თავის მხრივ ცდილობდა ექსკლუზივის მოპოვებას მის მფლობელობაში მყოფ პორტალზე - biletebi.ge.
„მოკვლევის საწყის ეტაპზე, სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, სასამართლომ „სადისტრიბუციო კომპანიას“ ექსკლუზიური პირობის გამოყენება შეუჩერა. შესაბამისად, მოკვლევის დასრულებამდე და სააგენტოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, ბაზარზე მომჩივან კომპანიას უკვე მიეცა ოპერირების საშუალება, რითაც ჩაკეტილი ბაზარი გაიხსნა და კონკურენტული გარემო შეიქმნა“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
6 კინოთეატრი, რომლებიც კონკურენციის სააგენტომ დააჯარიმა, გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.
