საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ხმა მისცა საქართველოს, რომელზეც მისი წინაპრები ლოცულობდნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
„მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე, რომელიც არის დღე ბედნიერი. მე ხმა მივეცი არა „ვის“, არამედ ამჯერად - „რას“. მივეცი ხმა ახალ საქართველოს, იმ საქართველოს, რომლის გულისთვისაც ჩამოვედი ამ ქვეყანაში 22 წლის წინ. მე მივეცი ხმა იმ საქართველოს, რომელზეც ლოცულობდა ყველა ჩემი წინაპარი, რომელზეც, დარწმუნებული ვარ, მთელი საქართველო ლოცულობს. ჩვენ საღამოს ყველა გამარჯვებული ვიქნებით, დამარცხებული არავინ იქნება, რადგან გაიმარჯვებს საქართველო“, - თქვა პრეზიდენტმა.
დღეს, 26 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის 150 წევრს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. არჩევნებში 18 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მაინც მიიღებენ.
საარჩევნო უბნები 8:00 საათზე გაიხსნა და კენჭისყრა 20:00 საათამდე გაგრძელდება. არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. მათი დაახლოებით 90% ხმას საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით მისცემს.
