ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის, ხოლო ეუთოსა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელის თანამდებობიდან გათავისუფლდა. შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი 24 ივლისს მოაწერა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
- 6 მოქალაქე თიანეთის პოლიციას სექსუალური ხასიათის მუქარასა და ძალადობაში ადანაშაულებს
დოკუმენტის მიხედვით, პრემიერ-მინისტრმა მოიწონა პრეზიდენტის 18 ივლისის განკარგულება ციხელაშვილის გათავისუფლების შესახებ.
საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქეთევან ციხელაშვილის გათავისუფლება როტაციის ვადის ამოწურვას უკავშირდება. ამ დროისთვის უცნობია, ვინ შეცვლის მას თანამდებობაზე.
ქეთევან ციხელაშვილი ელჩად 4 წლის წინ, 2020 წელს დაინიშნა. 2016-2020 წლებში ის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი იყო, მანამდე კი მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.
