14 სექტემბრიდან კატარის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში გაცემული მართვის მოწმობები აღიარა. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც კატარის ბინადრობის მოწმობას ფლობენ, ყოველგვარი დამატებითი ტესტირებისა და სავალდებულო სასწავლო კურსის გავლის გარეშე შეძლებენ საქართველოში გაცემული მართვის მოწმობის შეცვლას და შესაბამისი კატეგორიის კატარული მართვის მოწმობის აღებას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 2 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 5 გოცირიძე: ამ მასშტაბის ფულის გათეთრება ვერ ხერხდება ხელისუფლების მფარველობის გარეშე
- 6 „გამოიწვია ქონებრივი ზიანი 570 ლარის ოდენობით“ – პროკურატურამ ელენე ხოშტარიას ბრალი წარუდგინა
რაც შეეხება საქართველოში გაცემული მართვის მოწმობის გამოყენებას კატარში ტურისტულად მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიერ - პირს, რომელიც ფლობს საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობას, თან ასევე უნდა ჰქონდეს საქართველოს შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ე.წ. საერთაშორისო მართვის მოწმობა, რომლითაც ის შეძლებს ისარგებლოს კატარში ჩასვლიდან 3 თვის მანძილზე.
დაინტერესებულმა მოქალაქეებმა მართვის მოწმობის შესაცვლელად უნდა მიმართონ კატარის საგზაო მოძრაობის დეპარტამენტის ცენტრალურ ოფისს.
საქართველოსა და კატარს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის 16 მარტს დამყარდა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2012 წლის 1-ელი ნოემბრიდან კატარში საქართველოს საელჩო გაიხსნა, 2013 წლის აგვისტოში კი კატარის სახელმწიფოს საელჩო საქართველოში. 2018 წელს, საქართველოს და კატარის სახელმწიფოების მთავრობებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
საქართველო, როგორც ტურისტული მიმართულება, კატარში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ამას ხელს უწობს უვიზო რეჟიმი და ყოველდღიური პირდაპირი ფრენები დოჰა-თბილისის მიმართულებით.
