33 წლის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მთავარი ორგანიზაციის, აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ქამრის მფლობელი გახდა, სუპერმსუბუქი წონით კატეგორიაში.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი
- 2 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 5 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
- 6 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
დვალიშვილმა ლას ვეგასში გამართულ ორთაბრძოლაში მოქმედი ჩემპიონი შონ ო'მალი დაამარცხა. ბრძოლის თითქმის ყველა რაუნდი დვალიშვილის უპირატესობით მიმდინარეობდა.
„აქამდე ნაბიჯ-ნაბიჯ მოვედი. მე ვიბრძოლე ო'მალისთნ მეგობრებო, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა გავუკეთე მას. რა თქმა უნდა, პატივს ვცემ იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ჩვენ ვიბრძვით და დღეს მე ვარ UFC-ის საუკეთესო მებრძოლი. მე მოვიგე ქამარი, 12 წელი ვმუშაობდი ამისთვის.
ჩვენ ყველას გვაქვს მიზანი და მე მაქვს შესაძლებლობა, რომ UFC-ში ვიბრძოლო. მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და რა თქმა უნდა, პატივს ვცემ ლეგენდებს. დანა უაითმა მიპოვა მე, დამინახა როგორც მებრძოლი და მომიყვანა აქ, შემომხედეთ ახლა UFC-ის ჩემპიონი ვარ და ჩემ ოცნებებს ვასრულებ და შთავაგონებ უამრავ ადამიანს ჩვენ ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში.
მიყვარხართ ყველანი. ღმერთი დიდია, მეგობრებო მიჰყევით თქვენ ოცნებებს, ყველაფერი შესაძლებელია, შემომხედეთ მე ახლა“, - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა გამარჯვების შემდეგ.

მისთვის ეს UFC-ში ზედიზედ მე-11 გამარჯვება იყო, ბოლოს ის 2018 წელს დამარცხდა.
ილია თოფურიას შემდეგ მერაბ დვალიშვილი UFC-ის უკვე მეორე ქართველი ჩემპიონია.
