გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ საგარეო საქმეთა სამინისტროში დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდიც დაიბარა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 5 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
- 6 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
დიპლომატი უწყებაში ერთი საათი იმყოფებოდა. მას „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი შეხვდა. გარეთ უორდს შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გამოთქვა იმედი, რომ ელჩები „დაუბრუნდებიან დიპლომატიურ ჩარჩოებს“.
„პირდაპირ, უხეში ფორმით ხდება არა მარტო პოლიტიკაში ჩარევა, არამედ რადიკალიზმისა და პოლარიზაციის წახალისება, რაც არის ვენის კონვენციის უხეში დარღვევა. ვენის კონვენცია კრძალავს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას, რასაც ძალიან უხეში ფორმა აქვს, ძალიან ხშირად, მათ შორის, უშუალოდ საარჩევნო პროცესებში იყო ჩარევა - ევროკავშირის ელჩი გამოვიდა და პირდაპირ მოუწოდა ამომრჩეველს მობილიზაციისკენ მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ“, – განაცხადა კობახიძემ.
მან ვენის კონვენციის დარღვევად შეაფასა სასამართლო პროცესზებზე დიპლომატების დასწრებაც. ირაკლი კობახიძის თქმით, ელჩების მიზანი მოსამართლეების საქმიანობაზე ზემოქმედების განხორიცელება იყო.
„ასე არ უნდა იქცეოდნენ ელჩები, მითუმეტეს ის ელჩები, რომლებიც ევროპას წარმოადგენენ. ევროპა, ტრადიციულად, იყო წესებთან დაკავშირებული სიმბოლო, წესების პატივისცემის სიმბოლო და ახლა ვხედავთ, რომ ევროკავშირიდან ელჩები, სამწუხაროდ, ხშირად არღვევენ უხეშად პრინციპებსა და წესებს, რაც კატეგორიულად მიუღებელია. საქართველოში ელჩი უნდა იქცეოდეს ისე, როგორც შეეფერება ელჩს და არა როგორ პოლიტიკოსს“, – აღნიშნა კობახიძემ.
დიდი ბრიტანეთის და კიდევ 26 ქვეყნის საელჩომ გუშინ, 25 სექტემბერს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. ისინი „მტკიცედ“ უარყოფენ „უსაფუძვლო“ ბრალდებებს ზოგიერთი დიპლომატიური მისიის საქმიანობის შესახებ და აცხადებენ, რომ „დეზინფორმაციას შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მთავრობასთან, ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ზოგადად მოქალაქეებთან შეხვედრა დიპლომატიური მუშაობის ნორმალური ნაწილია და ვენის კონვენციას სრულად შეესაბამება.
