მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, რომლის გამართვასაც ორშაბათს, 25 ნოემბერს გეგმავს, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი არ მიიწვია, რაც პირველი პრეცედენტია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პირველ სხდომას „ქართველი ხალხის ზეიმი“ უწოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
- 3 აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან ღამე გაათენეს
- 4 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
- 5 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 6 არასამთავრობოები: არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს
„პარლამენტის პირველ სხდომაზე მოწვეულები არიან მთავრობის წევრები და კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენლები. რაც შეეხება ელჩებს, ისინი პირველ სხდომაზე არ არიან მოწვეულები.
ეს გახლავთ ჩვენი შიდასახელმწიფოებრივი საკითხი, რაც შეეხება არჩევნებსა და პარლამენტის პირველ სხდომას და მათ შორის, უცხოელების არასწორი გავლენის მინიმიზების მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ ელჩებისა თუ სხვა ქვეყნების ჩართულობა ამ პროცესში აუცილებელი არ არის.
ჩვენ, ქართველებმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს არის ქართული, საქართველოს პარლამენტი, რომელშიც ახლად არჩეული პარლამენტის წევრებთან ერთად, წარმოდგენილები იქნებიან მთავრობა და კონსტიტუციური ორგანოები. ... ეს არის ზოგადი მიდგომა, რაც, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, პარლამენტს ჰქონდეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, პარლამენტის პირველი სხდომა 12:00 საათზე დაიწყება და მას უხუცესი წევრი, ლადო კახაძე გაუძღვება.
გუშინ, 21 ნოემბერს, პარტიის „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს მიმართა, არ დაესწრონ ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას და ამით „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაციის მიღების შესაძლებლობა არ მისცენ.
კონსტიტუციის მიხედვით, პირველ სხდომას პრეზიდენტი ნიშნავს, თუმცა სალომე ზურაბიშვლი მიიჩნევს, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია და მას შესაბამისი განკარგულება არ გამოუცია. ზურაბიშვილმა არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართა.
პირველ სხდომას არ დაესწრებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც. ისინი 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, რომელსაც მხოლოდ მმართველი პარტია აღიარებს, ახალ პარლამენტში ოპოზიციას 150 მანდატიდან 61 მანდატი აქვს, ხოლო დანარჩენი 89 მანდატი „ქართული ოცნებისაა“.
2020 წელს, მე-10 მოწვევის პარლმენტის პირველი სხდომას მას საქართველოს პრეზიდენტი, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების, დიპლომატიური კორპუსის და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ის ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე გაიმართა.
