პარტია „ქართულმა ოცნებამ“ შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის გორისა და კასპის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის, ხოლო გურჯაანის საარჩევნო ოლქში მერობის კანდიდატი წარადგინა. არჩევნები 1-ელ ოქტომბერს გაიმართება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 3 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 4 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 5 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
- 6 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 13 პირის ვინაობა ცნობილია
გორისა და კასპის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კენჭს გიორგი სოსიაშვილი იყრის. 2011 წლიდან დღემდე, სოსიაშვილი გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორია, 2021 წლიდან კი მუნიპალიტეტის საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს.
„გიორგი სოსიაშვილი დაიბადა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში. დაამთავრა ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა ისტორიის სპეციალობით. არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, არის გორის საპატიო მოქალაქე“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ გურჯაანის სერვისცენტრის ხელმძღვანელი გიორგი მაჭავარიანი წარადგინა.
„დაიბადა ქალაქ გურჯაანში. 1996 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. აქვს ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის მდიდარი გამოცდილება - 6 წლის განმავლობაში იკავებდა სააქციო საზოგადოება „გურჯაანგაზის“ დირექტორის თანამდებობას, 2011 წლიდან კი არის შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ გურჯაანის სერვისცენტრის ხელმძღვანელი. დარწმუნებულნი ვართ, ორივე კანდიდატი მიიღებს ამომრჩევლის მყარ ნდობას“, - აღნიშნა კობახიძემ.
ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის წევრმა გიორგი ხოჯევანიშვილმა გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი და პარტია 2023 წლის თებერვალში დატოვა.რაც შეეხება გურჯაანის მერის რიგგარეშე არჩევნებს, ზურაბ უტიაშვილი თანამდებობიდან 2023 ივნისში გადადგა. ის დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორად დაინიშნა.
 
																 
                  
 
				
			 
				
			 
				
			 
				
			 
				
			 
				
			 
				
			 
				
			