პარტია „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტი დააინიცირა, რომელიც 2024 წლის 1-ელ ივლისამდე ჩადენილ დანაშაულებს შეეხება. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს სასჯელის 1/6-ით შემცირების წესს, რითაც ამნისტიის ბენეფიციართა წრე მაქსიმალურად ფართოვდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
პროექტით ასევე დადეგნილია სასჯელის ½-ითა და ¼-ით შემცირება, პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან სრულად გათავისუფლება.
„ამნისტია განსაკუთრებულ მიდგომას ნერგავს პრობაციონერების მიმართ და პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება შეეხება დაახლოებით 7000 პირს, რაც წარმოადგენს სიახლეს ამნისტიის წინა პროექტებთან შედარებით“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
ამნისტია არ შეეხებათ მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ე.წ. ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს, ტრეფიკინგს, სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.
„ქართული ოცნება“ ამნისტიის კანონს პირველი მოსმენით პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე, ივლისში მიიღებს, სექტემბერში კი საბოლოოდ დაამტკიცებს.
ამნისტიის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 28 ივნისს, პარლამენტში გამოსვლის დროს განაცხადა. მისი თქმით, დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 10 ათასამდე პატიმარია, რაც „ოპტიმალური მონაცემები არ არის“. „სასურველი იქნებოდა, დაახლოებით, მინიმუმ 1/3-ით პატიმართა შემცირება და ვფიქრობთ, რომ ამნისტიის კანონი, რომელიც მომზადებულია, ამ მიზნის მიღწევაში სერიოზულ წვლილს შეიტანს“, - განაცხადა მან.
„ქართული ოცნება“ ამნისტიას საპარლამენტო არჩევნების წინ აცხადებს. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გამოვიდა ინიციატივით, რომ ის რუსული კანონის გაპროტესტების გამო დაკავებულ და დაჯარიმებულ ყველა ადამიანს შეეხოს.
