საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა 6 წლის ვადით მამუკა მდინარაძემ დაიკავა. მის კანდიდატურას „ქართული ოცნების“ პარლამენტის 85-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 2 რუსეთი კვლავ უკრაინის „დემილიტარიზაციას“ და ნეიტრალურ სტატუსს ითხოვს
- 3 როგორ დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობა - პროკურატურამ 5 პირს ბრალი წარუდგინა
- 4 „ქართულმა ოცნებამ“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა
- 5 სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში: „ტიტუშკები“, თავდასხმები მედიაზე და დაუსჯელობა
- 6 მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლების აღიარება საქმედ იქცეს – ზახაროვა აგვისტოს ომზე
„ჩვენი ქვეყნის მოყვარეების სასიკეთოდ და მტრების საზიანოდ, დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძე იქნება გამორჩეული ხელმძღვანელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და კიდევ უფრო გააძლიერებს იმ უსაფრთხოების სისტემას, რომელიც საქართველოს წლების განმავლობაში აქვს ჩამოყალიბებული;
რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას შევინარჩუნოთ მშვიდობა, კეთილდღეობის ზრდის ტემპები, რომელიც გვაქვს, იმ რეგიონალურ გაურკვევლობებსა და ტურბულეტობებში, რომელსაც საქართველო გადის. მამუკა მდინარაძეს ვუსურვებ ისეთივე წარმატებას, როგორი წარმატებული პარლამენტის წევრი და უმრავლესობის ლიდერიც იყო“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კენჭისყრის შემდეგ.
მამაუკა მდინარაძე განათლებით იურისტია. 2001-2004 წლებში გამომძიებლად მუშაობდა, 2004 წლიდან 2016 წლამდე კი საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა. ბოლო 9 წლის განმავლობაში ის პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატი იყო და გარკვეული პერიოდი უმრავლესობის ლიდერის პოზიციასაც იკავებდა. დღემდე არის „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი.
ჟურნალისტებტან საუბრისას მამუკა მდინარაძემ თავისი სამომავლო საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებად კორუფციასთან ბრძოლა და ოკუპაციის საკითხი დაასახელა.
„ჩვენ ვართ ქვეყანა, რომლის 20%-მდე არის ოკუპირებული. აქ არის უდიდესი გამოწვევები. თუ იმ პერიოდში, როდესაც მე ამ სამსახურს ვუხელმძღვანელებ, ის ყინული, რომელიც ნელ-ნელა უნდა დაიძრას და იძვრება, როგორც ბევრი ხვდება, საბოლოოდ დაიძვრება და ეს მივა ქვეყნის გამთლიანებამდე, ბუნებრივია, არ არსებობს ადამიანი, რომელიც არ იტყვის, რომ უბედნიერესი იქნება და მეც მათ რიგში ვართ. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იმ სხვა მიმდინარე საკითხებთან ერთად - ოკუპაცია, რომელიც არის დასაძლევი. ამ სამსახურს ამ მიმართულებით ბევრი სამუშაო ექნება და ოკუპაციის შედეგებთან ბრძოლაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება“, - თქვა მამუკა მდინარაძემ.
სუს-ის ახალ უფროსს ქვეყნის მთავარ საფრთხეებად მიაჩნია ოკუპაცია და მისი თანმდევი შედეგები, ასევე, გარე ჩარევები და გარე ჩარევებიდან გამომდინარე ქვეყნის შიგნით პროვოკაციები.
მამუკა მდინარაძემ ანრი ოხანაშვილი ჩაანაცვლა, რომელმაც სუს-ის უფროსის თანამდებობაზე არასრული ხუთი თვე იმუშავა. რა გახდა მისი გადაყენების მიზეზი, უცნობია. ოხანაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მრჩევლი იქნება.
