„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე ლევან დავითაშვილს, მისივე მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი შეცვლის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნენსკრას, ხუდონის, ნამახვანის ჰესების მიმართულებით მუშაობა დაწყებულია - კობახიძე
- 2 ტრამპი ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - ყაველაშვილის პრესსამსახური
- 3 „ქართული ოცნების“ დროშის დაწვის შემდეგ აქციის მონაწილე უჩა ქემაშვილი დააკავეს
- 4 კრიტიკული არხების ცენზურა - „ქართული ოცნება“ ტვ პირველს და ფორმულას უჩივის
- 5 კამერების დაზიანებისთვის დაკავებულ ხუტაშვილსა და მუმლაძეს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
- 6 „ქართული ოცნება“ რუსეთს ქვეყანაში გავლენის გაზრდის საშუალებას აძლევს - აშშ-ის დაზვერვა
„როგორც მოგეხსენებათ, მარიამ ქვრივიშვილი არის მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, დღემდე ის იკავებდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობას, სადაც ძალიან დიდი წარმატებით უძღვებოდა ისეთ მიმართულებებს, როგორიც არის ტურიზმი და ავიაცია. დღეს ფართოვდება მისი საქმიანობის არეალი და დარწმუნებული ვარ, რომ მინისტრის პოზიციაზე ის იქნება ისეთივე წარმატებული, როგორიც იყო შესაბამისი დარგების ხელმძღვანელობისას“, - თქვა კობახიძემ.
ლევან დავითაშვილი ეკონომიკის საკითხებში „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის მთავარ მრჩევლად და ეკონომიკური საბჭოს მდივნად დაინიშნა.
„სამინისტროს მართვა ყოველდღიურ, მძიმე რუტინასთან არის დაკავშირებული. ამ რუტინისგან გათავისუფლება ბატონ ლევანს მისცემს საშუალებას, კიდევ უფრო დიდი წარმატებით უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის შემდგომი დაჩქარება, ინვესტიციების მოზიდვა ქვეყანაში და სხვა შესაბამისი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ბატონი ლევანი არის განსაკუთრებული, გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე ეკონომისტი და ვფიქრობთ, რომ ამ პოზიციიდან ის საუკეთესოდ შეძლებს ამ მისიის შესრულებას. ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო მეტად დაჩქარებას, ინვესტიციების მოზიდვას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს, „რომელმაც საშუალება მომცა, რომ წლების განმავლობაში მაღალ სახელმწიფო თანამდებობებზე მემუშავა სხვადასხვა მიმართულებით და გარკვეული წვლილი შეგვეტანა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ვფიქრობ, რომ ეს იყო უნიკალური შანსი, რომელიც პირადად ჩემთვის იყო დაუვიწყარი“.
„დავითაშვილის გაშვება რას ნიშნავს ხომ ხვდებით ყველა? სულ სულ ბოლო კავშირიც კი ჩახსნეს ამერიკელებთან და ევროკავშირთან! ერთადერთი ადამიანი მთავრობიდან, რომელსაც ვინმე ელაპარაკებოდა, ტოვებს მთავრობას!
ყველაფერი არის იმაზე უფრო ცუდად, ვიდრე ამის წაკითხვის მომენტში გაიფიქრეთ“, - დაწერა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა „ქართული ოცნების“ მთავრობაში საკადრო ცვლილების შემდეგ.
სამი დღის წინ, კორუფციის ბრალდებით დააკავეს რომეო მიქაუტაძე, რომელიც 2021-2022 წლებში ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, 2022 წლის 30 დეკემბრიდან 2024 წლის 11 თებერვლამდე კი პირველი მოადგილე იყო.
