„ქართული ოცნების“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტები 23 მაისს განიხილავენ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებს. კანონპროექტით უქმდება სპეციალური საგამოძიებო სამსახური და მისი უფლებამოსილებები საქართველოს პროკურატურაში გადადის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 5 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 6 სუს-ის შენობასთან, მანქანაში, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის ცხედარი იპოვეს
ის სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დაქვემდებარებაშია, საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობაში გადავა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილია პროკურატურის თანამშრომლის მიერ.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ექვემდებარება განზრახ მკვლელობის, წამების, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების, ძალადობის, გაუპატიურების, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, მძევლად ხელში ჩაგდების, ადევნების, ფაქტების გამოძიება, თუ იგი ჩადენილია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ვალდებულებაა ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის შემთხვევების გამოძიებაც.
ეს უწყება (სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახური) „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების 2017-2020 წლების დღის წესრიგით“ ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში 2019 წლის 1-ელ ნოემბერს შეიქმნა. 2022 წლის 1-ელ მარტს კი დამოუკიდებელი ორგანო - სპეციალური საგამოძიებო სამსახური ამოქმედდა.
2025 წლის აპრილში, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე ბრიტანეთმა დაასანქცირა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო. მანამდე კაციტაძე დაასანქცირა ესტონეთმაც.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს არ გამოუძიებია საქართველოში გასული წლის ნოემბრიდან მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეების სასტიკად ცემის, წამებისა და არადამიანური მოპყრობის, ჟურნალისტებზე თავდასხმისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის არცერთი საქმე.
