აშშ-ის დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯიმ რიში განცხადებას ავრცელებენ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის გაუარესების და „საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო ადგილობრივი არჩევნების შემდეგ განხორციელებული შემაშფოთებელი ქმედებების“ გამო.
„პრემიერ-მინისტრ კობახიძის გადაწყვეტილება ოპოზიციური პარტიების უკანონოდ გამოცხადებისა და მათი ლიდერების დაპატიმრების შესახებ აღმაშფოთებელი და არადემოკრატიულია. ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ „ქართული ოცნება“ სრულიად არ არის დაინტერესებული ნორმალიზებული პოლიტიკური დიალოგისკენ სწრაფვით.
პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებები და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების, განსაკუთრებით კი მათი დაშინება, ვინც შეერთებული შტატების მთავრობასთან თანამშრომლობდა და ჩვენი კომიტეტის წინაშე ჩვენება მისცა, არის მცდელობა, ჩაახშონ განსხვავებული აზრი ქვეყანაში, რომელსაც ხელისუფლებისთვის სიმართლის თქმის საამაყო ისტორია აქვს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
სენატორები მიუღებლად მიიჩნევენ შეერთებული შტატების მთავრობის ყოფილ თანამშრომლებზე „ქართული ოცნების“ თავდასხმებს უსაფუძვლო ბრალდებებით, თითქოს ისინი ძირს უთხრიან საქართველოს მთავრობას.
„მოდით, ნათლად ვთქვათ: სწორედ „ქართული ოცნება“ უთხრის ძირს საქართველოს დემოკრატიას და მის უნარს, განსაზღვროს საკუთარი მომავალი.
მივესალმებით სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ამ შემაშფოთებელი მოვლენების განსახილველად საქართველოს ელჩის დაბარების შესახებ და მოვუწოდებთ ტრამპის ადმინისტრაციას, განიხილოს საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებები ორმხრივ ურთიერთობებში რაიმე ცვლილების განხორციელებამდე“, - აცხადებენ სენატორები.
ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში „ურყევ, ორპარტიულ მხარდაჭერას“ უცხადებენ ქართველ ხალხს.
