„ვიდრე დსთ-ის წევრად რჩება მოლდოვა, მანამდე გაგვიჭირდება ჩვენ მილოცვა“, - ასე უპასუხა „ქართულიოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ მაია სანდუს პროევროპული პარტიის გამარჯვებას და პრორუსული ოპოზიციის დამარცხებას ეხებოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
„მაია სანდუს მიმართ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მილოცვა არ მოგვისმენია, რას გვეტყვით ამარჩევნებზე, როგორ შეაფასებთ? არ გინდათ, რომ მიულოცოთ?“, - ჰკითხა ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს.
კობახიძემ უპასუხა, რომ დაელოდებიან, როდის გამოვა დსთ-დან. „ამის შემდეგ ვნახოთ, გადავხედავთ მილოცვის საკითხს“, - თქვა მან.
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში მოლდოვის გარდა კიდევ რვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკიაა - აზერბაიჯანი, ბელარუსი, თურქმენეთი, სომხეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთი. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის თებერვალში, „ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ალექსანდრ ლუკაშენკოს, რომელმაც ზედიზედ მეშვიდე ვადით დაიკავა ბელარუსის პრეზიდენტის თანამდებობა.
გუშინ, 28 სექტემბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, პრეზიდენტ მაია სანდუს პარტიამ გაიმარჯვა და პარლამენტში უმრავლესობის შენარჩუნება შეძლო.
წინასწარი შედეგების მიხედვით, „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიამ“ ხმების 50.16% მიიღო, რაც 101-დან 55 მანდატია. სახელისუფლებო პარტიის მთავარ კონკურენტს, პრორუსულ „პატრიოტულ ბლოკს“ ხმების 24.17%, 26 მანდატი აქვს.
ევროკავშირი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს მიესალმა. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის შეფასებით, არჩევანი ევროპის, დემოკრატიისა და თავისუფლების სასარგებლოდ გააკეთა.
„ჩვენი კარი ღიაა და ჩვენ ყოველ ნაბიჯზე დაგეხმარებით. მომავალი თქვენია“, - დაწერა ფონ დერ ლაიენმა პლატფორმა X-ზე.
მაია სანდუს გამარჯვება მიულოცა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც. მისი განცხადებით, ეს ძლიერი პასუხია რუსეთისა და მისი ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ.
