ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეებს აშორებს მათ მიერ არჩეული ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან და მიჰყავს აგრესორების ღერძისკენ, რომლებსაც განზრახული აქვთ შეარყიონ დემოკრატიული მსოფლიო წესრიგი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 5 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
„ქართველი ხალხის მასიური წინააღმდეგობის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ აგრძელებს მსოფლიო ავტოკრატებთან ინტეგრაციას.
ივნისში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი კობახიძე ირანის პრეზიდენტის ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრო, რაც მოჰყვა მანამდე „ქართული ოცნების“ ძალისხმევას, გაეძლიერებინა ირანსა და საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირები. თავის მხრივ, გავრცელებული ინფორმაციით, ირანელი რწმუნებულები მხარს უჭერდნენ „ქართული ოცნების“ კამპანიას ანტიდასავლური გზავნილების გავრცელებით“, - აცხადებს ჰელსინკის კომისია.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ქართულ ოცნებას“ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება აქვს გაფორმებული ჩინეთთან და ჩინური კონსორციუმი აშენებს მასშტაბურ ღრმაწყლოვან პორტს ანაკლიაში როგორც ჩინეთის „სარტყელი და გზის“ ინიციატივის ნაწილს.
„თუ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს და ხელში ჩაიგდებს ძალაუფლებას, პარტია საქართველოს აქცევს ძალაუფლების პროექციისა და ეკონომიკური შესაძლებლობის ადგილად არა მხოლოდ მისი რუსი მფარველებისთვის, არამედ ჩინეთისა და ირანისთვის, რომლებსაც „ქართული ოცნება“ სულ უფრო უახლოვდება“, - აღნიშნავს ჰელსინკის კომისია.
