ქარელის რაიონში, ავტობანზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები პოლიციის მაიორი, 51 წლის ომარ ქარელი და პოლიციის უფროსი ლეიტენანტი, 31 წლის ვანო ბასანიძე დაიღუპნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 4 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საავტომობილო გზის გვერდულზე მდგომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი, დიდი სიჩქარით მოძრავი მძღოლი დაეჯახა. ავტომანქანაში მსხდომი საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ადგილზე გარდაიცვალნენ.
სამართალდამცველებმა 31 წლის, წარსულში ნასამართლევი გ.ლ. დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
შსს-ს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 1153 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 93 და დაშავდა 1480 ადამიანი.
