საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა საბჭოს დღევანდელ სხდომაზე საქართველოს საკითხზეც იმსჯელეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 5 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
- 6 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
„მინისტრებმა ნათლად განაცხადეს, რომ საქართველოში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა კვლავ უარესდება.
ევროპელ ელჩებზე პირადი თავდასხმები მიუღებელია და დიპლომატიაში მისი ადგილი არ არის.
კომისია ვიზების შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით თავის ანგარიშს წელს მოგვიანებით წარადგენს, ახალი სავიზო რეგულაცია კი ნოემბერში ამოქმედდება. ეს საშუალებას მოგვცემს, გარკვეული ჯგუფებისთვის უვიზო რეჟიმი გავაუქმოთ“, - განაცხადა კალასმა პრესკონფერენციაზე.
ევროპარლამენტმა 7 ოქტომბერს უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას დაუჭირა მხარი. მექანიზმი ევროკომისიას საშუალებას აძლევს კონკრეტული ქვეყნისთვის სავიზო მოთხოვნები აღადგინოს - თავდაპირველად დროებით, შემდეგ კი მუდმივად, თუ პრობლემები არ აღმოიფხვრება. უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძვლებს ადამიანის უფლებების დარღვევაც დაემატა.
მესამე ქვეყნების მთავრობების მიერ უვიზო მიმოსვლის შეთანხმებების პირობების დარღვევის თავიდან ასაცილებლად, ახალი კანონი ევროკავშირს მეტ მოქნილობას მისცემს, შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა იმ საჯარო მოხელეებისთვის, რომლებიც შესაძლოა პასუხისმგებელნი იყვნენ ადამიანის უფლებების ან მათი მთავრობის მხრიდან სხვა სახის დარღვევებზე.
აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატების ფრაქცია ევროკომისიას მოუწოდებს, უვიზო მიმოსვლის უფლება 1000-დან 2000-მდე ქართველ თანამდებობის პირს და მათ ოჯახის წევრებს შეუჩეროს.
