კახეთში, გომბორის გზაზე მდებარე წყალსაცავში ქალის ცხედარი იპოვეს. მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე, 60 წლამდე მამაკაცია დაკავებული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 4 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
მოკლული ქალი უზბეკეთის მოქალაქეა. ადგილობრივების ინფორმაციით, მას თავზე ჭრილობა ჰქონდა. სავარაუდოდ, ქალს ჯერ ბლაგვი საგანი ჩაარტყეს, შემდეგ კი მდინარე იორში გადააგდეს.
ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
გასულ წელს საქართველოში 21 ქალი მოკლეს, 19-ის მკვლელობა სცადეს.
2014-2022 წლებში, ჩადენილია 186 ქალის მკვლელობა. ოჯახური ნიშნით 92 ქალი მოკლეს, ხოლო სხვა მოტივით - 94. ამავე პერიოდში რეგისტრირებულია ქალის მკვლელობის მცდელობის 129 შემთხვევა, მათ შორის, ოჯახური ნიშნით - 79, ხოლო სხვა მოტივით - 50.
გენდერის, ასევე ოჯახური ნიშნით ჩადენილი ქალის განზრახ მკვლელობა 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
