ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა უპასუხა კითხვას, რა უშლის ხელს ითუმ-კალიდან (ჩეჩნეთი) შატილის მიმართულებით საავტომობილო გზის მშენებლობას, რომელიც „ხელს შეუწყობდა რუსეთსა და საქართველოს შორის სატრანსპორტო მიმოვლას, ეკონომიკას და უცხო ქვეყნებთან კავშირის დამყარებას“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 5 მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ილია II-ის დაკრძალვაზე ჩამოვა
- 6 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
„სინამდვილეში, საქართველო ჩვენთვის არაკეთილგანწყობილი აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტებს ხელი მოვაწერეთ და ყველაფერი გავაკეთეთ. სამწუხაროდ, ჩვენს მეზობლებს ჯერ არ სურთ, რომ გზამ საქართველოზე გაიაროს“, – განაცხადა რამზან კადიროვმა.
საქართველოსთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის საჭიროებაზე ჩეჩნეთის მთავრობის თავმჯდომარემ მუსლიმ ხუჩიევმა, 2022 წლის 15 მარტს, გროზნოში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელსაც ჩეჩნეთში საგანგებო ვიზიტით ჩასული რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი ესწრებოდა. ხუჩიევმა აღნიშნა, რომ 41.2 კილომეტრი სიგრძის საავტომობილო გზას ითუმ-კალი - სასაზღვრო პოსტი „არღუნი“ - საქართველოს საზღვარი „ძალიან დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს რუსეთის ფედერაციისთვის“ და შესაძლოა, ზემო ლარსის ალტერნატივა გახდეს. მან პატრუშევს მიმართა, ამ საკითხით დაინტერესებულიყო.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მაშინ განაცხადეს, რომ საქართველო არასდროს განიხილავდა და არც განიხილავს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი რაიმე გზის მშენებლობას.
ჩეჩნეთის ხელისუფლებამ ითუმ-კალიდან შატილის მიმართულებით სამანქანო გზის გაჭრა 1997 წელს დაიწყო. ორ წელში გზა შატილთან მდებარე ნასოფლარამდე, ანატორამდე მიიყვანეს. 1999 წელს სამუშაოები საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით შეწყდა. იმავე წელს, რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყების შემდეგ, ჩეჩნეთიდან საქართველოში შემოსული დაახლოებით 8 ათასი ლტოლვილიდან თითქმის ნახევარმა სწორედ ამ ახალგაჭრილი სამანქანო გზით ისარგებლა.
ამ თემაზე:
რა (არ) ვიცით საქართველო-ჩეჩნეთის გზაზე და როგორ აღმოჩნდა 1000 ჰექტარი რუსეთის კონტროლქვეშ
