იულია ნავალნაიამ განაცხადა, რომ მისი ქმარი, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სერგეი ნავალნი 2024 წლის თებერვალში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოწამლეს. მისი თქმით, ამ დასკვნამდე მივიდა ორი ლაბორატორია, რომლებმაც ბიოლოგიური მასალები გამოიკვლიეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-მა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა
- 2 „რესი“: თბილისმა აღაიარა ის, რასაც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში ამდენი წელი ელოდნენ
- 3 რუსეთი კვლავ უკრაინის „დემილიტარიზაციას“ და ნეიტრალურ სტატუსს ითხოვს
- 4 კიევზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
- 5 1920 წელს რუსეთის არმია შემოიჭრა და აზერბაიჯანი დაიპყრო, სახელმწიფო წაგვართვეს – ალიევი
- 6 სომხეთში რუსეთის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს
„2024 წლის თებერვალში ჩვენ მოვახერხეთ ალექსეის ბიოლოგიური მასალების მოპოვება, საზღვარგარეთ ტრანსპორტირება და დასავლეთის ერთ-ერთ ქვეყანაში ლაბორატორიისთვის გადაცემა. რამდენიმე თვის წინ გავიგე, რომ შედეგები მიღებული იყო და უკვე ორი ქვეყნის ორმა ლაბორატორიამ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად დაასკვნა, რომ ალექსეი მოწამლეს“, - განაცხადა პოლიტიკოსის ქვრივმა.
იულია ნავალნაიას თქმით, „დასავლეთის ქვეყნებს არ აქვთ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ან დევნის დაწეყების სამართლებრივი საფუძველი“, რადგან რუსეთის მოქალაქე რუსეთის ტერიტორიაზე მოკლეს და ყველა მტკიცებულება ასევე რუსეთის ტერიტორიაზეა.
ნავალნაიამ განაცხადა, რომ „პოლიტიკური მოსაზრებებისა“ და სხვა მიზეზების გამო, ოჯახს არ შეუძლია მიიღოს კვლევის ოფიციალური შედეგები, სადაც წერია, ზუსტად რომელი შხამით მოწამლეს პოლიტიკოსი.
„მაგრამ ყველას გვაქვს უფლება, ვიცოდეთ სიმართლე. მოვითხოვ, გამოქვეყნდეს გამოკვლევის შედეგები იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რითი იქნა მოწამლული ჩემი ქმარი, ალექსეი ნავალნი. ამას ვითხოვ ჩემთვის, ჩვენი შვილებისთვის, ალექსის მშობლებისთვის, ჩვენი მხარდამჭერებისთვის რუსეთში და ყველა ადამიანისთვის მსოფლიოში, ვინც თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის იბრძვის“, - თქვა მან.
გავრცელებულ ვიდეომიმართვაში იულია ნავალნაია ამბობს, რომ მისი ქმრის მკვლელობაში დამნაშავე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია:
„მე რუსეთის სადაზვერვო სამსახურებს ვადანაშაულებ აკრძალული ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის შემუშავებაში. მოვითხოვ, რომ კვლევის ჩამტარებელმა ლაბორატორიებმა გამოაქვეყნონ თავიანთი შედეგები. სანამ ჩუმად იქნებით, ის არ გაჩერდება. შესაძლოა ზუსტად ახლა, დღეს, კიდევ ვიღაც კვდება შხამისგან, რომლით მოწამვლის ბრძანებაც პუტინმა გასცა - არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მთელ მსოფლიოში უკვე ნახეთ ასეთი მაგალითები“.
ფედერალურმა სასჯელაღსრულების სამსახურმა 47 წლის ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ 2024 წლის 16 თებერვალს განაცხადა. პოლიტიკოსის ოჯახი და თანამოაზრეები ადრეც აცხადებდნენ, რომ ის მოკლეს და მომხდარში პუტინს ადანაშაულებდნენ. რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ნავალნის გარდაცვალება ბუნებრივი მიზეზებით მოხდა.
ალექსეი ნავალნის, რომელიც სასჯელს უკვე იხდიდა არაერთი დანაშაულისთვის, 2023 წელს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს სხვადასხვა ბრალდებების საფუძველზე, მათ შორის ექსტრემიზმისთვის. უფლებადამცველების შეფასებით, მის წინააღმდეგ საქმეები „შეთითხნილი“ იყო.
2023 წლის ბოლოდან დაპატიმრებული იყო ნავალნი იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქში, დაბა ხარპის მე-3 კოლონიაში სახელწოდებით „პოლარული მგელი“.
