ირანის უზენაესი ლიდერი, 86 წლის აიათოლა ალი ხამენეი მოკლულია. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით იუწყება. მისი ცხედარი მისსავე დანგრეულ რეზიდენციაში იპოვეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
იგივე ინფორმაცია გაავრცელა ისრაელის მედიამაც. გამოცემა Axios-ი იუწყება, რომ ისრაელის ელჩმა აშშ-ში ხამენეის გარდაცვალების შესახებ ამერიკელ მაღალჩინოსნებს აცნობა.
ირანს ეს ცნობები არ დაუდასტურებია.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, „არსებობს მრავალი ნიშანი იმისა, რომ ხამენეი ცოცხალი აღარ არის“. როგორც მან აღნიშნა, ისრაელის სამიზნე იყო ის ადგილი, სადაც ირანის სულიერი ლიდერი იმყოფებოდა.
ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ დარტყმები გაგრძელდება იქამდე, სანამ საჭირო იქნება.
დღეს, 28 თებერვალს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანს შეუტიეს. თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები აჩვენებს, რომ საჰაერო დარტყმების შედეგად ირანის უზენაესი ლიდერის რეზიდენცია ძლიერ დაზიანდა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ შუადღისას განაცხადა, რომ აიათოლა ალი ხამენეი, „რამდენადაც მას აქვს ინფორმაცია“ ცოცხალია და რომ ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ისრაელ-აშშ-ს სამხედრო ოპერაციის დროს ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის არცერთი წევრი არ დაღუპულა.
