ირანის რეჟიმის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი საჰაერო ოპერაციის შედეგად ისლამური რსპუბლიკის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი იქნა მოკლული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
ხამენეის გარდაცვალების შესახებ თავდაპირველად აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„ხამენეი, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი ადამიანი, მკვდარია“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
თეირანმა ეს ინფორმაცია უარყო, თუმცა უკვე კვირა დილით ირანის სახელმწიფო მედიამ ქვეყნის 86 წლის უზენაესი ლიდერის გარდაცვალება დაადასტურა. „ის მოწამეობრივად გარდაიცვალა“, - დაწერა სააგენტო IRNA-მ.
28 თებერვალს, როდესაც აშშ-მა და ისრაელმა ერთობლივი საჰაერო ოპერაცია დაიწყეს, დარტყმები თეირანის იმ რაიონზეც განახორციელეს, სადაც ხამენეის რეზიდენცია იყო განთავსებული.
„ვიმედოვნებ, რომ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი და პოლიცია მშვიდობიანად გაერთიანდება ირანელ პატრიოტებთან და ერთად იმუშავებენ, რათა ამ ქვეყანას დაუბრუნდეს ის სიდიადე, რომელსაც ის იმსახურებს. [...]. თუმცა, მასიური და მიზანმიმართული დაბომბვა შეუფერხებლად გაგრძელდება მომდევნო კვირის განმავლობაში, ან იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება ჩვენი მიზნის მისაღწევად - მშვიდობის დასამყარებლად მთელ ახლო აღმოსავლეთში და, საბოლოო ჯამში, მსოფლიოში“, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ირანულმა საინფორმაციო სააგენტო IRNA-მ ალი ხამენეის მრჩევლის, ირანის თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალი შამხანის, ასევე ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის, მოჰამედ პაკპურის სიკვდილიც დაადასტურა.
IRNA პირველ ვიცე-პრეზიდენტ მოჰამედ მოხბერზე დაყრდნობით იუწყება, რომ უზენაესი ლიდერის გარდაცვალების შემდეგ, ირანს დროებით უხელმძღვანელებს საბჭო, რომელშიც შევლენ ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი, სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი და კონსტიტუციის დამცველი საბჭოს ერთ-ერთ წევრი.
აიათოლას ხსოვნის პატივსაცემად ირანში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდა.
სააგენტო FARS-ის ცნობით, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ მალე ისრაელისა და აშშ-ის სამხედრო ბაზების წინააღმდეგ „ყველაზე ძლიერ შეტევით ოპერაციას“ დაიწყებს.
