ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელის, ალი ლარიჯანის განცხადებით, ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებას არ დაიწყებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 ირაკლი რუხაძის თქმით, ტელეკომპანია „იმედი“ გაყიდა
მანამდე ამერიკულმა გამოცემა Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალი ლარიჯანი ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკების ინიციატივით გამოვიდა და ეს წინადადება აშშ-ს შუამავლების მეშვეობით გადასცა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც თქვა, რომ ირანის ახალმა ხელმძღვანელობამ მას მოლაოარაკებების განახლება სთხოვა, რაზეც ის თანახმაა.
„ჩვენ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებას არ ვაპირებთ“, - დაწერა ლარიჯანიმ სოციალურ ქსელ X-ში.
28 თებერვალს, დილით, ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანზე დარტყმები განახორციელეს. ტრამპმა განაცხადა, რომ ისლამური რესპუბლიკის ბირთვული პროგრამის განადგურებას აპირებდა. მან ირანელ სამხედროებს იარაღის დაყრისკენ, ხოლო მოქალაქეებს „საკუთარი ბედის საკუთარ ხელში აღებისკენ“ მოუწოდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების, ცაჰალის, განცხადებით, თავდასხმის სამიზნე სამხედრო ობიექტები იყო.
ირანმა საპასუხოდ იერიში მიიტანა ამერიკულ სამხედრო ბაზებზე - ყატარში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთსა და ქუვეითში.
28 თებერვალს, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში ირანის დარტყმების შედეგად აშშ-ის ობიექტებისთვის მიყენებული ზიანი „მინიმალური იყო და ოპერაციებზე გავლენა არ მოუხდენია“. თუმცა, 1-ელ მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დარტყმების შედეგად სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და ხუთი მძიმედ დაიჭრა.
სამხედრო ოპერაციის მეორე დღეს, ირანმა დაადასტურა უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის და რამდენიმე მაღალჩინოსნის დაღუპვა, მათ შორის არიან თავდაცვის მინისტრი, აზიზ ნასირზადე და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური, მოჰამედ პაკპური.
ალი ლარიჯანი ირანის ხელმძღვანელობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის წევრია, რომელიც ომის პირველ ორ დღეს გადაურჩა. ამჟამად ირანს დროებითი საბჭო მართავს.
ტრამპის თქმით, ირანში სამხედრო ოპერაცია შესაძლოა მომდევნო ოთხი კვირის განმავლობაში გაგრძელდეს. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და განადგურებულია ირანის „მთელი“ ხელმძღვანელობა - სავარაუდოდ, 48 პირი.
