მოჯთაბა ხამენეის, ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაეს ლიდერად არჩევა „ქართული ოცნებიდან“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემაც მიულოცა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მესამე სარჩელი სტრასბურგში პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას ეხება
- 2 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 3 კობახიძე ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას აანონსებს
- 4 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 დასანქცირების შემდეგ ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ საკუთარ ბანკს შექმნის
ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ წერილში კობახიძე ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის მნიშვნელობას:
„საქართველოს მთავრობის სახელით, გილოცავთ ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევას. საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორ ქვეყანას და ხალხს შორის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ პარტნიორულ ურთიერთობებს. ირანელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობასა და კეთილდღეობას“, - ნათქვამია კობახიძის მილოცვაში.
55 წლის მოჯთაბა ხამენეი ექსპერტთა საბჭომ მას შემდეგ აირჩია, რაც მამამისი, აიათოლა ალი ხამენეი, რომელიც ქვეყანას 37 წლის განმავლობაში მართავდა, 28 თებერვალს აშშ-ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად დაიღუპა. 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ძალაუფლება მამიდან შვილზე გადავიდა.
საერთაშორისო ანალიტიკოსები და გამოცემა Iran International-ი აღნიშნავენ, რომ მოჯთაბა ხამენეი სისტემის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ხისტ ფიგურად მიიჩნევა. მას მჭიდრო კავშირები აქვს „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“ (IRGC) და განიხილება რეჟიმის რეპრესიების ერთ-ერთ მთავარ არქიტექტორად.

ირაკლი კობახიძის გარდა, ირანის ახალ ლიდერს მილოცვები გაუგზავნეს: რუსეთისა და ბელარუსის ლიდერებმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, ერაყის მთავრობამ, ჰუთებმა და „ჰეზბოლამ“.
ვლადიმერ პუტინმა ხამენეის „სიმამაცისა და თავდადებისკენ“ მოუწოდა და სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
ამის საპირისპიროდ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოჯთაბა ხამენეის „მიუღებელ“ კანდიდატად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მისი აღიარების გარეშე დანიშნული ლიდერი „დიდხანს ვერ გასტანს“. ტრამპი თეირანისგან „უპირობო კაპიტულაციას“ მოითხოვს.
ახლო აღმოსავლეთში ომი უკვე მე-11 დღეა მიმდინარეობს. ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია. ირანი აგრძელებს თავდასხმებს სპარსეთის ყურის იმ ქვეყნებზე, სადაც აშშ-ის ბაზებია განთავსებული. თეირანი იმუქრება ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით, რის გამოც ნავთობის ფასმა ბარელზე 100 დოლარს გადააჭარბა.
2026 წლის 28 თებერვალს ისრაელმა და აშშ-მა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური ოპერაცია მას შემდეგ დაიწყეს, რაც ირანში საპროტესტო დემონსტრაციები სისხლში ჩაახშვეს და ათასობით ადამიანი დახოცეს.
