„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
„გუშინ, კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო, პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი 14 ოქტომბერს, საღამოს, თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდა და უწყვეტი პროევროპული პროტესტის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა. მოგვიანებით მან პლატფორმა X-ზე დაწერა:
„პარლამენტის შენობის წინ, საქართველოში, შვიდობიანი მომიტინგეები არიან შეკრებილნი, რათა გამოხატონ შეშფოთება მათი ქვეყნის რეპრესიული მიმართულების გამო.
მათ აქვთ სრული უფლება ჰქონდეთ დემოკრატია, გამოხატვის თავისუფლება და ადამიანის ძირითადი უფლებები.
ჩვენ აქ ვართ, რათა მხარი დავუჭიროთ მათ“.
ვალტონენი საქართველოში სამხრეთ კავკასიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მანამდე ის ერევანში ჩავიდა, სადაც სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა, თბილისიდან კი აზერბაიჯანში გაემგზავრება.
პარლამენტთან მისვლდამდე ელინა ვალტონენმა შეხვედრები გამართა „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან.
„სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, მშვიდობიანი მომიტინგეებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ რეპრესიები გრძელდება“, - ელინა ვალტონენის თქმით, ბოჭორიშვილთან შეხვედრის დროს შეშფოთება გამოთქვა საქართველოში არსებული შიდა ვითარების გამო.
დღეს, 15 ოქტომბერს, ეუთოს თავმჯდომარე სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. „რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის შეთანხმების ფარგლებში თავისი ვალდებულებები და დაბრუნდეს კონფლიქტამდე პოზიციებზე“, - განაცხადა ვალტონენმა.
