საქართველოს არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 5 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებით გათვალისწინებულ სფეროებში თანამშრომლობას და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების პოზიტიურ დინამიკას.
„აღინიშნა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და უვიზო მიმოსვლა, ასევე ხალხთაშორისი კავშირები კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისთვის“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ირაკლი კობახიძე ჭოუ ციენს დაახლოებით ერთი თვის წინ, 6 დეკემბერსაც შეხვდა. მაშინ, ჩინელმა დიპლომატმა მას საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება და მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცება კიდევ ერთხელ მიულოცა.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კობახიძეს მთავრობის ადმინისტრაციაში, ჩინეთის გარდა, არცერთი სხვა ქვეყნის ელჩი არ მიუღია.
ამასთან, 17 დეკემბერს ჭოუ ციენი შეხვდა მაკა ბოჭორიშვილს, რომელსაც „ქართული ოცნების“ მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა უკავია, ხოლო 20 დეკემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროში მან შეხვედრა გამართა დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მიერ დასანქცირებულ ვახტანგ გომელაურთან. 4 დეკემბერს ჩინეთის ელჩი ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს, რაჟდენ კუპრაშვილს შეხვდა.
