„ქართული ოცნების“ მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილს შეცვლის. ამის შესახებ ინფორმაციას პროსამთავრობო ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს შანტაჟში ადანაშაულებს
„იმედის“ ცნობით, 24 იანვარს, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ 1-ელ თებერვალს, პარტიის ყრილობაზე, ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე იქნება წარდგენილი. გადადგომის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს. გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე იქნება პარტიის პოლიტიკური მდივანიც.
დღეს, დილით, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „სპეკულაცია“ უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უახლოეს დღეებში, შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს.
„სპეკულაციებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ასეთი სპეკულაციები ბევრჯერ გვსმენია. ეს საუბრები არის ტელევიზიებში მხოლოდ. მე არ მსმენია რაიმე ინფორმაცია“, - თქვა პაპუაშვილმა.
პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებისა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ, მმართველმა პარტიამ წესდებაში ცვლილებები შეიტანა. ახალი წესდების თანახმად, პოლიტიკური საბჭო „პარტიის საპატიო თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას“.
კონსტიტუციის მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილება გადადგომისთანავე შეუწყდება, მთავრობა მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე განაგრძობს. პრემიერის გადადგომიდან 2 კვირის ვადაში პარლამენტმა „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მთავრობას ნდობა უნდა გამოუცხადოს.
