საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს, ქვეყნის პრეზიდენტს, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს და ბუნდესტაგის პრეზიდენტს, ბერბელ ბასს შეხვდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 3 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 4 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 5 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
- 6 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 13 პირის ვინაობა ცნობილია
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 12 აპრილს, პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრების შემდეგ, ირაკლი კობახიძე და ოლაფ შოლცი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
საქართველოს დელეგაციის გერმანიაში გამგზავრებამდე, 10 აპრილს, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. სოციალურ ქსელ X-ში დიპლომატმა დაწრა, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და კანცლრ ოლაფ შოლცის „მნიშვნელოვან შეხვედრამდე“, ღარიბაშვილთან საუბარი შეეხო „გერმანიის შეშფოთებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტთან და ევროკავშირის 9 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით“. პარტია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ეს საკითხები ნახსენები არ არის.
„შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და მრავალ სფეროში წარმატებული თანამშრომლობის საკითხებზე. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი პარტნიორობის პოზიტიური დინამიკა სხვადასხვა სფეროში კიდევ უფრო მტკიცდება. საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას და რეგიონში მიმდინარე პროცესებს“, - განაცხადეს „ქართულ ოცნებაში“.
5 აპრილს, „ქართული ოცნების“ მიერ ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის ხელახლა წარდგენის გამო გერმანიის ბუნდესტაგის (პარლამენტის) საგარეო საქმეთა კომიტეტმა შეშფოთება გამოთქვა, 10 აპრილს კი კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთმა X-ში დაწერა, რომ აღნიშნული კანონი ევროკავშირის წევრობასთან შეუთავსებელია.
„დამოუკიდებელი და კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო საზოგადოება არა ხალხის მტერი, არამედ პირობაა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა მოუსმინოს თავის ხალხს: ქართველების 90% ევროკავშირში გაწევრიანება სურს და არა პუტინის რუსეთთან“, - განაცხადა მიხაელ როთმა.
მმართველი პარტია აპირებს, რუსული კანონი საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მიიღოს, მიუხედავად იმისა, რომ ამან შესაძლოა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი დააზიანოს.
