პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 18 ივლისს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში, ქალაქ ვუდსტოკში, ბლენჰაიმის სასახლეში გაიმართება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრთან ერთად საქართველოს დელეგაციაში იქნებიან საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეოთხე შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულია 47 სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური. სამიტს დაესწრებიან: ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა, ალბანეთი, ანდორა, სომხეთი აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, საქართველო, ისლანდია, კოსოვო, ლიხტენშტეინი, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, სან მარინო, სერბეთი, შვეიცარია, თურქეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო.
ლიდერები განიხილავენ უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას, ისევე როგორც საერთო გამოწვევებს, როგორიცაა ენერგეტიკა და დაკავშირებადობა, მიგრაცია, უსაფრთხოება და დემოკრატია.
სამიტზე ევროკავშირს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი წარმოადგენს.
