ევროკავშირი ქართული სახელისუფლებო პროპაგანდისტული მედიების, „იმედისა“ და POSTV-სთვის სანქციების დაწესებას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
პლატფორმა X-ზე იოზვიაკი წერს, რომ შეზღუდვების დაწესება რუსეთის ჰიბრიდული საფრთხის სანქციების რეჟიმის ფარგლებში განიხილება.
რუსეთის ჰიბრიდული საქმიანობის გაგრძელების გათვალისწინებით, დღეს, 3 ოქტომბერს, ევროპის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რუსეთის მიერ საზღვარგარეთ დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებებისთვის პასუხისმგებელი პირების მიმართ ინდივიდუალური შემზღუდავი ზომები ერთი წლით, 2026 წლის 9 ოქტომბრამდე გაახანგრძლივოს.
ამჟამად, რუსეთის დესტაბილიზაციის კუთხით შემაკავებელი ზომები 47 ფიზიკურ პირსა და 15 ორგანიზაციაზე ვრცელდება.
სიაში შესული პირების აქტივები გაყინვას ექვემდებარება, ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს კი მათთვის სახსრების, ფინანსური აქტივების ან ეკონომიკური რესურსების მიწოდება ეკრძალებათ. ფიზიკურ პირებს ასევე ეკრძალებათ ევროკავშირის ტერიტორიებზე შესვლა.
ევროპის საბჭომ რუსეთის დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების საპასუხოდ შემზღუდავი ზომების ჩარჩო 2024 წლის 8 ოქტომბერს მიიღო. სანქციების რეჟიმი მიმართულია იმ პირების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთის მთავრობის ქმედებებსა და პოლიტიკაში, რაც ძირს უთხრის ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების ფუნდამენტურ ღირებულებებს, მათ უსაფრთხოებას, სტაბილურობას, დამოუკიდებლობასა და მთლიანობას. სანქციების რეჟიმი ასევე მიმართულია იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჰიბრიდულ საქმიანობაზე მესამე ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წინააღმდეგ.
