საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა თბილისისა და საგარეჯოს იზოლატორებში აქციებზე დაკავებული 34 მოქალაქის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ დაკავებისას პირადი ნივთების ჩამორთმევაზე „საგანგაშოდ ბევრი ადამიანი“ მიუთითებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 5 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
„სამწუხაროდ, ამ ადამიანების ნაწილი მიუთითებს ისევ ფიზიკურ დაზიანებებზე, პოლიციელების მიერ უფლაბამოსილების გადამეტებაზე, რამდენიმეს აღენიშნება სახეზე სისხლნაჟღენთები.
ძალიან ბევრი დაკავებული მიუთითებს პირადი ნივთების დაკარგვაზე, განსაკუთრებით ტელეფონის, რომელიც მათ ჩამოართვეს დაკავების დროს - არ ვიცი, კრიმინალურმა პოლიციამ თუ სპეცრაზმმა - და მერე ეს ნივთები არის გამქრალი. საგანგაშოდ ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ისინი კარგავენ პირად ნივთებს“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
მან შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, ყურადღება მიაქციოს პირადი ნივთების, განსაკუთრებით კი ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტს.
„ყველა პირადი ნივთი, ყველა ტელეფონი, რომელიც ჩამოერთვათ პროტესტის მონაწილეებს, აუცილებლად უნდა დაუბრუნდეთ. ეს მათი საკუთრებაა და არავის აქვს უფლება ჩამოართვან კანონის გარეშე“, - აღნიშნა სახალხო დამცველმა.
6-7 დეკემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციული წესით, 48 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება.
საპოლიციო ძალებმა მშვიდობიანი დემონსტრანტები აქციის მეცხრე ღამესაც დაარბიეს. სპეცრაზმელები მათ დასდევდნენ და ძალის გამოყენებით აკავებდნენ. წუხელ დაკავებულთა შორის არიან ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ბექა ყორშია, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე და მისი შვილი ვაკო ალავიძე.
