რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ინტერნეტში „ექსტრემისტული“ მასალების „განზრახ“ ძიებისთვის, მათ შორის VPN-ის გამოყენებით.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
„ექსტრემისტული მასალების განზრახ ძიებისთვის“ ჯარიმა 3 ათასიდან 5 ათას რუბლამდე იქნება. კანონი ძალაში 2025 წლის 1 სექტემბრიდან შევა.
გარდა ამისა, კანონი ითვალისწინებს ჯარიმებს VPN სერვისების „გამოყენების პროცედურის დარღვევისთვის“. VPN სერვისების რეკლამის გავრცელებისთვის მოქალაქეებს 50-დან 80 ათას რუბლამდე ჯარიმა ემუქრებათ, თანამდებობის პირებს - 80-დან 150 ათას რუბლამდე, იურიდიულ პირებს - 200-დან 500 ათას რუბლამდე.
VPN, ანუ ვირტუალური კერძო ქსელი, არის ინსტრუმენტი, რომელიც ფარავს ინტერნეტის მომხმარებლის IP მისამართს და ამით ქმნის კონფიდენციალურ კავშირს ინტერნეტში. VPN რუსეთში მთავრობის ცენზურისთვის გვერდის ავლის და დაბლოკილ ვებსაიტებზე წვდომის პოპულარული საშუალებაა. უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, ხელისუფლებამ მედიას და სოციალურ ქსელებზე წვდომა შეზღუდა. მაგალითად, Meta (რომელიც Facebook და Instagram-ს აერთიანებს) ექსტრემისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული და მისი საქმიანობა აკრძალულია.
„ექსტრემისტული“ მასალების ძიებაზე ჯარიმების შესახებ კანონი სახელმწიფო დუმამ 22 ივლისს მიიღო.
რუსეთის კომუნიკაციების მინისტრმა მაკსუტ შადაევმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებიც კონკრეტულად არ ეძებენ აკრძალულ ექსტრემისტულ მასალებს, თუნდაც VPN-ის გამოყენებით, არ დაექვემდებარებიან ახალ კანონს. ვლადიმირ პუტინის კითხვაზე, თუ როგორ უნდა „იმუშაოს“ კანონმა პრაქტიკაში, შადაევმა უპასუხა, რომ თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევაში საჭირო იქნება იმის დამტკიცება, რომ პირს ჰქონდა განზრახვა და წინასწარ იცოდა, რომ მასალა „ექსტრემისტული“ ხასიათის იყო.
რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ექსტრემისტული მასალების რეესტრი აქვს შექმნილი, რომელშიც ამჟამად 5 ათასზე მეტი პუბლიკაციაა შესული. ბოლოს რეესტრში დაამატეს ციხეში მოკლული ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მემუარები „პატრიოტი“.
