საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, რომელიც 20 ნოემბერს 76 წლის გახდა, დაბადების დღე მიულოცა. მილოცვის ტექსტი რუსეთის საპატრიარქომ გაავრცელა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 4 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 5 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 6 ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
„თქვენო უწმინდესობავ! ქრისტესმიერი სიყვარულით გილოცავთ თქვენს დაბადების დღეს! ამ რთულ დროში, გისურვებთ ჯანმრთელობას და ყველა ღვთაებრივ სიკეთეს.
გისურვებთ, ასევე, რომ თქვენი და საერთო ძალისხმევით, რაც შეიძლება მალე აღდგენილიყოს სამართლიანობა და მშვიდობა რუსეთსა და უკრაინას შორის, ჩვენს სახელმწიფოებს შორის.
უფალი გფარავდეთ თქვენ და თქვენს სამწყსოს! ქრისტესმიერი სიყვარულით ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“, - აღნიშნულია წერილში.
24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსეთის პატრიარქმა ქადაგების დროს არაერთხელ დაუჭირა მხარი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ დაწყებულ ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციას. ის ამბობდა, რომ რუსეთი არასდროს არავის დასხმია თავს და „მხოლოდ თავის საზღვრებს იცავდა“.
25 სექტემბრის ქადაგებაში მან თქვა, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას სწამს იმ სამხედრო მოსამსახურეებისთვის ცოდვების შენდობისა, რომლებიც სამხედრო ფიცს აღასრულებენ.
უკრაინაში რუსეთის ომის მხარდაჭერის გამო, რუსეთის პატრიარქს სანქციები დაუწესეს დიდი ბრიტანეთის და კანადის მთავრობებმა. მის სანქცირებას ევროკავშირიც აპირებდა, თუმცა უნგრეთის წინააღმდეგობის გამო სანქციათა მეექვსე პაკეტში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მე-16 პატრიარქის სახელი და გვარი (ვლადიმერ გუნდიაევი) არ შევიდა. ამასთან, 16 ნოემბერს კირილიმ განაცხადა, რომ „მიღებულია უპრეცედენტო გადაწყვეტილება: არ შეუშვან პატრიარქი ევროკავშირის ტერიტორიაზე“. კირილის თქმით, ასეთი რამ „ცივი ომის“ დროსაც კი არ მომხდარა.
პატრიარქი კირილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობას აღიარებს. გარდა ამისა, ის ილია მეორეს სრული ტიტულით - ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად არ მოიხსენიებს.
