საზოგადოებრივი მაუწყებელის „პირველ არხზე“ პროექტი „საინტერესო ადამიანები“ დახურეს. ამის შესახებ პროექტის ავტორი, ჟურნალისტი ია ანთაძე სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს და ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 5 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
- 6 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
„გუშინ დასრულდა ჩემი თანამშრომლობა საქართველოს პირველ არხთან - დახურეს პროექტი „საინტერესო ადამიანები“, რომელმაც ბოლო წლებში ბევრი სიხარული მომიტანა.
რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან მას ჩემი არჩევანის, ჩემი პასუხისმგებლობის ბუნებრივ შედეგად აღვიქვამ.
უზომოდ მადლობელი ვარ იმ 302 ადამიანის, ვინც ინტერვიუზე დამთანხმდა და ვისთან ერთადაც თანამედროვე საქართველოს ძალიან დასამახსოვრებელი სურათი შევქმენით. ასევე, მადლობელი ვარ ყველა მკითხველის - თქვენ აცოცხლეთ ეს პროექტი 7.5 წლის განმავლობაში“, - წერს ჟურნალისტი.
პროექტ „საინტერესო ადამიანების“ ფარგლებში, „პირველი არხის“ ვებ-გვერდზე, კვირაში ერთხელ, პორტრეტის ჟანრის ინტერვიუ ქვეყნდებოდა. ბოლო პერიოდში, ია ანთაძის რესპონდენტებს შორის იყვნენ ჟურნალისტი, გამოცემა „პუბლიკის“ დამფუძნებელი ზურა ვარდიაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე, ყოფილი საჯარო მოხელე, დავით ჩხეიძე და პროევროპულ აქციებში ჩართული არაერთი ადამიანი.
„აქამდე ხელშეკრულებით მქონდა შეზღუდული საზოგადოებრივი აქტიურობა და პირობას პატიოსნად ვიცავი. ახლა სრულიად თავისუფალი ვარ და შევეცდები, გზადაგზა ყველა მოსაზრება გაგიზიაროთ, რასაც მნიშვნელოვნად ჩავთვლი“, - წერს ია ანთაძე სოციალურ ქსელში.
ია ანთაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი 2017 წელს გახდა, მას შემდეგ, რაც არხის დირექტორის თანამდებობა ვასილ მაღლაფერიძემ დაიკავა. მანამდე, ის ტელეკომპანია GDS-ში გადაცემა „59“ წამის პროდიუსერი იყო და წლების განმავლობაში ჟურნალისტად მუშაობდა „რადიო თავისუფლებაში“.
