აშშ-ის კონგრესში მოქმედი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის (ჰელსინკის კომისია) თავმჯდომარის თანამდებობაზე ჯო უილსონი რესპუბლიკელმა სენატორმა მისისიპის შტატიდან, როჯერ უიკერმა შეცვალა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
- 2 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 3 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
- 4 აზერბაიჯანი საქართველოს მედიის სფეროში გამოცდილებას უზიარებს
- 5 ზურაბიშვილი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს, კამიტის შესაძლო გამოყენება გამოიძიონ
- 6 „ქართული ოცნების“ წევრმა, ლუკა ძაძამიამ თბილისის საკრებულო დატოვა
ჰელსინკის კომისიის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, სენატორი უიკერი თავმჯდომარეობას იბარებს ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტ მომენტში, როდესაც რუსეთი აწარმოებს ყველაზე დიდ ომს ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რაც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის მომავალს და დამოუკიდებლობას, არამედ ევროპაში აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს.
„სამხრეთ კავკასიაში, სომხეთსა და აზერბაიჯანს აქვთ თაობათა შესაძლებლობა, მიაღწიონ სამშვიდობო შეთანხმებას ათწლეულების განმავლობაში ძალადობისა და აჯანყების შემდეგ.
იმავდროულად, საქართველოში დემოკრატია გზაჯვარედინზე დგას, რადგან პარტია „ქართული ოცნება“ ცდილობს ქვეყანა წაიყვანოს რუსეთისკენ და დააშოროს მის მიერ არჩეული ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან“, - ვკითხულობთ ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.
სენატორი უიკერი ივანიშვილის, კალაძისა და კობახიძის სანქცირების მოწოდებით გამოდის
სენატორი როჯერ უიკერი შეერთებული შტატების სენატში მისისიპის შტატს 2007 წლის დეკემბრიდან წარმოადგენს. ჰელსინკის კომისიაში ის 2009 წლიდან მუშაობს. 2017-2024 წლებში იყო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი. ამჟამად, 119-ე მოწვევის კონგრესში, ის სენატში შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარეა.
რაც შეეხება რესპუბლიკელ კონგრესმენ ჯო უილსონს, რომელიც ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ კრიტიკით გამოირჩევა, ჰელსინკის კომისიაში თანათავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს.
