საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი, ბენჯამინ ჰადადი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, დაიწყოს მუშაობა ახალი არჩევნებისთვის, გაათავისუფლოს პოლიტიკური ოპონენტები, ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 3 დააკავეს სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ანდრია ლილუაშვილი
- 4 1 ნოემბრიდან საჯარო მოხელეებისთვის შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო იზღუდება
- 5 პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინა
- 6 ჩეჩნეთიდან გაქცეული 23 წლის ქალი სომხეთში გარდაცვლილი იპოვეს
ჰადადმა ამის შესახებ განცხადება ბრიუსელში, ზოგად საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„ვფიქრობ, ევროკომისიის კომუნიკაცია გაფართოების ანგარიშზე საქართველოსთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო იყო: „ქართული ოცნების“ ქცევა - რეპრესიები ოპოზიციის, დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ან დამოუკიდებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ ქვეყანას თავის ევროპულ გზას აშორებს. ამის გამო ვწუხვართ, რადგან ვიცი, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროპულ გზას. ეს მისწრაფება არის ღრმა.
ეს არის მისწრაფება, რომელსაც საფრანგეთის და სხვა ევროპული ქვეყნები მხარს უჭერენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ის, რაც ხდება შარშანდელი არჩევნებიდან ლიბერალურ უკუსვლამდე, რასაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვხედავთ, კიდევ უფრო მეტად აშორებს ქვეყანას ამ ევროპულ გზას.
ასე რომ, ჩვენ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, მთლიანად შეცვალოს პოზიცია და ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში ოპოზიციასთან, დაიწყოს მუშაობა ახალი არჩევნებისთვის, გაათავისუფლოს პოლიტიკური ოპონენტები, ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები. ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც ქვეყანას შეუძლია დაუბრუნდეს ევროპულ მისწრაფებას. სხვა შემთხვევაში ეს პროცესი გაიყინება“, – თქვა ბენჯამინ ჰადადმა.
გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც 4 ნოემბერს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ „საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა ძირი გამოუთხარა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს და საქართველო ევროკავშირის გაფართოების პროცესს ჩამოაშორა“. გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა თქვა, რომ საქართველოში სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა, სერიოზული დემოკრატიული უკუსვლით და დასძინა, რომ ალბათ, გაფართოების შესახებ არცერთ ანგარიშში არ ყოფილა ამდენი საუბარი უკუსვლაზე. კოსის განცხადებით, კომისიისთვის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ქაღალდზე არსებობს.
