საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ Facebook-ში ახალი არჩევნების გეგმა გამოაქვეყნა, წარწერით „გზა ახალი არჩევნებისკენ“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 5 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
ხუთპუნქტიანი გეგმა „ახალი არჩევნები“ შემდეგნაირად გამოიყურება:
- არჩევნების პირობების დაწესება;
- საარჩევნო კომისიებისა და დამკვირვებლების „ჯარის“ მომზადება;
- საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით ახალი არჩევნების გაყალბებისგან დაცვა;
- პოლიტიკურ ძალებს შორის კოორდინაცია ახალი არჩევნებისთვის;
- ერთიანი საარჩევნო პროგრამა - „ქართული ქარტია“ და მისი პრიორიტეტები: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, „რუსული კანონების“ გაუქმება, სამართლიანი სასამართლოს აღდგენა.
სალომე ზურაბიშვილმა 25 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეების წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ ახალი არჩევნები ერთადერთი და უალტერნატივო გეგმაა.
„სხვა გამოსავალი, მშვიდობიანი გამოსავალი არ არსებობს, თუ არა არჩევნები. არჩევენები ნიშნავს, რომ როცა კრიზისია, შენ უბრუნდები ხალხს და ეკითხები: შენ როგორ გინდა? შენი ნება რა არის? საქართველოს ხალხის ნება არის თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი. ასე რომ, ეს არჩევნები დაინიშნება, ამაზე კითხვის ნიშანიც არ დგას“, - თქვა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი, ისევე როგორც ოპოზიციური პარტიები, არ აღიარებენ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. ზურაბიშვილის თქმით, ის ქვეყნის პრეზიდენტად რჩება მანამ, სანამ მის შემცვლელს ლეგიტიმური პარლამენტი არ აირჩევს.
13 თებერვალს ევროპარლამენტმა 400 ხმით მიიღო რეზოლუცია, რომლითაც საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილია აღიარებული. ამასთან, რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში არსებული კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ახალი საპარლამენტო არჩევნებია.
