პროტესტის თავიდან აცილების მიზნით, „ქართული ოცნება“ უცხოეთის აგენტების შესახებ რუსული კანონის მიღებას ივნისში, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების გამოსვლების პერიოდში შეეცდება. ამის შესახებ დღეს პარტია „ახალის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
„კანონი დაჩქარებული წესით არ მიიღება მხოლოდ იმის გამო, რომ ივნისში იგეგმება მისი მიღება, ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში, რათა არ იყოს პროტესტი ამ დროს, ხალხს არ ეცალოს პროტესტის გამოსახატად. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ ვუგულშემატკივროთ ნაკრებს ევროპულ ოჯახში, ასევე, შევძლებთ დავიცვათ ჩვენი ევროპული პერსპექტივა ჩვენს ქვეყანაში, თუნდაც ქუჩაში გამოხატვის კონსტიტუციური ფორმებით და ნებისმიერ ადგილზე, სადაც შეგვიძლია“, - განაცხადა გვარამიამ.
მან საზოგადოებას და დასავლელ პარტნიორებს მოუწოდა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების სიტყვას არ ენდონ.
მმართველი პარტია აპირებს, პარლამენტის მიმდინარე სესიის ბოლომდე სამივე მოსმენით მიიღოს ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონი, რომელზეც უარი 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო ზეწოლის გამო თქვეს. კანონპროექტის ტექსტი იგივე იქნება, მხოლოდ „უცხოური გავლენის აგენტი“ შეიცვლება ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
დღეს გამართულ ბრიფინგზე მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ კანონპროექტს დაჩქარებული წესით არ განიხილავენ და შარშანდელზე დიდი პროტესტის შემთხვევაშიც კი, უკან არ გაიწვევენ. „არავითარ შემთხვევაში. ეს ძალიან პრინციპული საკითხია“, - თქვა მდინარაძემ.
დღემდე „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებდნენ, რომ კანონპროექტს აღარ მიუბრუნდებოდნენ და ეს საკითხი დახურული იყო.
