აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ბადრა გუნბამ და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ, სერგეი კირიენკომ სოხუმსა და სოჭს შორის რეგულარული საზღვაო მიმოსვლის დაწყებაზე იმსჯელეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
- 5 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
- 6 მარნეულის მერის ძმა ბიზნესმენზე ჯგუფური თავდასხმის ბრალდებით დააკავეს
აღნიშნული ინიციატივა განიხილება, როგორც „ტრანსპორტის ინტეგრაციისა და აფხაზეთის ტურისტული პოტენციალის განვითარების უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილი“.
„შედგა გასვლითი შეხვედრა ბადრა გუნბას, სერგეი კირიენკოს და „როსმორპორტის“ აზოვი-შავი ზღვის ფილიალის დირექტორის, ანა ფომენკოს მონაწილეობით. განხილვის მთავარი თემა იყო სოხუმსა და სოჭს შორის რეგულარული საზღვაო მარშრუტის შექმნა. მხარეებმა განიხილეს აფხაზეთის დედაქალაქსა და რუსულ კურორტს შორის სტაბილური და ხელმისაწვდომი სატრანსპორტო კავშირის ორგანიზების ვარიანტები“, - ნათქვამია დე ფაქტო პრეზიდენტის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
კირიენკო, რომელიც კრემლში აფხაზეთის საკითხს კურირებს, წელს სოხუმში მეოთხედ ჩავიდა. მან საქართველოს ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ხელისუფლებასთან ენერგეტიკისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის, სოხუმის სანაპიროს რეკონსტრუქციის და აფხაზეთში მუდმივად მცხოვრებ რუს პენსიონერებზე საბანკო ბარათების გაცემის საკითხებიც განიხილა.
სერგეი კირიენკოს ვიზიტის დროს სოხუმში რუსული ბანკის, „პრომსვიაზბანკის“ წარმომადგენლობა გაიხსნა. ბანკის თავმჯდომარის მოადგილე მიხაილ დოროფეევმა განაცხადა, რომ დაახლოებით სამი თვის წინ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დავალებით, „პრომსვიაზბანკმა“ აფხაზეთის 10 დასახლებულ პუნქტში რუსეთის მოქალაქე პენსიონერებზე საბანკო ბარათების გაცემა დაიწყო. დღეისთვის საბანკო ბარათი 20 000-ზე მეტ პენსიონერს აქვს მიღებული.
სერგეი კირიენკომ აღნიშნა, რომ პუტინის ბრძანება პრაქტიკულად შესრულებულია, თუმცა, საჭიროა, საბანკო ბარათი ყველა რუსეთის მოქალქე პენსიონერმა მიიღოს. საერთო ჯამში, აფხაზეთში რუსულ პენსიას დაახლოებით 24 000 ადამიანი იღებს.
