ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ბოლო ერთ კვირაში, გრიპის ვირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა. ორივე შემთხვევა დასავლეთ საქართველოში დაფიქსირდა. საუბარია H1N1-ზე, რომელიც „ღორის გრიპის“ სახელით არის ცნობილი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 5 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 6 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
„სამწუხაროდ, მაცნობეს, რომ ბოლო ერთ კვირაში ორი ადამიანი გარდაიცვალა. ძალიან ძნელია ადამიანის გარდაცვალებაზე თქვა, რომ „ზღვაში წვეთია“, მაგრამ ეს არის ზღვაში წვეთი იმასთან შედარებით, რაც სხვა ქვეყნებში ხდება.
მე არ გამოვრიცხავ, რომ გრიპით და მისი გართულებებით სადღაც ვიღაც გარდაიცვალა, რომლზეც ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს. რა ინფორმაციაც ჩვენ, ჯანდაცვის სისტემას გვაქვს, სულ ორად ორი ადამიანია გარდაცვლილი. ეს მოხდა დასავლეთ საქართველოში. როგორც მე ვიცი, მიზეზი იყო თანმხლები ქრონიკური დაავადებები. ეს ორი პიროვნება საშუალო ასაკის იყო“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მისი თქმით, H1N1 დღეს უფრო ნაკლებად აგრესიულია, ვიდრე 2009-2010 წლებში იყო. გარდა ამისა, ჯანდაცვის სისტემამ მისი უკეთესად მართვა ისწავლა, რის გამოც ე.წ. ღორის გრიპით გამოწვეული სიკვდილიანობა გაცილებით ნაკლებია.
„არ არის მთლად სწორი, რომ ახლა ჩვენთან ცირკულირებს პანდემიური ღორის გრიპი. იმ პანდემიური ღორის გრიპის მემკვიდრეობა ცირკულირებს, ანუ ის გადაიქცა ჩვეულებრივ სეზონურ გრიპად. H1N1 ახლაც დომინირებს. საქართველოში არაფერი ხდება ექსტრაორდინალური, საგანგაშო და საპანიკო არაფერია. ეს არის რესპირაციული ინფექციების ჩვეულებრივი, სეზონური მატება და არ არის იმაზე მეტი, ვიდრე კოვიდამდე წლებში იყო“, - აღნიშნა ცერცვაძემ.
გრიპით გარდაცვალების შემთხვევებზე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს განცხადება არ გაუკეთებია.
„საქართველოს ამბები“ 11 იანვარს წერდა, რომ ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში გარდაიცვალა 6 წლის ბავშვი, რომელიც რამდენიმედღიანი ცხელების შემდეგ მშობლებმა სამკურნალოდ ოკუპირებული გალიდან გადმოიყვანეს.
საქართველოში ძირითადად გავრცელებულია A ტიპის (ქვეტიპი H1N1 - ე.წ. ღორის გრიპი) ვირუსი ცირკულირებს. მისთვის დამახასიათებელია სურდო, თავის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, ხველა, კუნთების ტკივილი და ინტოქსიკაციის ნიშნები. რისკის ჯგუფში, უპირველეს ყოვლისა, შედიან ბავშვები და ხანდაზმულები, ასევე, ორსულები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაა.
