გურიაში, გომისმთის გზაზე, მიკროავტობუსი, რომლითაც ბელარუსის 19 მოქალაქე მგზავრობდა, ხევში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 მგზავრი დაიღუპა, 15 კი დაშავდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
12 აგვისტოს, გვიან საღამოს, მიკროავტობუსი კურორტიდან ოზურგეთის მიმართულებით მოძრაობდა, რა დროსაც მძღოლმა მანქანის მართვის კონტროლი დაკარგა. წინასწარი ვერსიით, ავარიის მიზეზი მუხრუჭების გაუმართაობა გახდა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
დაშავებულები ბათუმის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს; მათგან 6 არასრულწლოვანია. ექიმების ინფორმაციით, პაციენტებს სხვადასხვა ხარისხის დაზიანება, მათ შორის ქალა-ტვინის დახურული ტრავმები, ნაკვეთი ჭრილობები და კიდურების მოტეხილობები აღენიშნებათ. მიუხედავად იმისა, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია, სისხლჩაქცევების გამო ორი მათგანი (ერთი ბავშვი და ერთი ზრდასრული) ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
მიკროავტობუსს საქართველოს მოქალაქე მართავდა, რომელმაც მანქანიდან გადმოხტომა მოასწრო. იგი ქობულეთის კლინიკაშია მოთავსებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მძღოლი დაკავებულია და პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
მიმდინარე წლის ზაფხულში ეს ტურისტების დაღუპვის პირველი შემთხვევა არ არის:
25 ივლისს ბათუმში ტურისტების მიკროავტობუსი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა. ავარიას ორი ბელარუსი ტურისტი ემსხვერპლა. ჰოსპიტალიზებული იყო 12 ადამიანი, მათ შორის არასრულწლოვნებიც.
26 ივლისს ზესტაფონი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. სამგზავრო ავტობუსი, რომლითაც ტურისტები თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მიემგზავრებოდნენ, გზიდან გადავარდა. დაშავებულთაგან სამის მდგომარეობა მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე 2025 წელი იყო - 5969 საგზაო შემთხვევა დარეგისტრირდა, რასაც 469 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 8191 პირი დაშავდა. შედარებისთვის, 2020 წელს დაფიქსირდა 4999 შემთხვევა (450 დაღუპული), 2021 წელს - 5863 (449 დაღუპული), 2022 წელს - 5469 (430 დაღუპული), 2023 წელს - 5594 (442 დაღუპული), ხოლო 2024 წელს - 5866 შემთხვევა (444 დაღუპული).
