კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა წინასწარ პატიმრობაში რჩებიან. თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 5 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 6 ხაზარაძე და გახარია: ჩვენს პარტიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შედგა
„ორივე მათგანი აღიარებს ჩადენილ ქმედებას, ანუ ქონების დაზიანებას და მზად არიან, რომ აანაზღაურონ ეს ზიანი. ჩვენი მხრიდან აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან აქტიური კომუნიკაცია იყო, რომ ეს პროცესები დროულად წარმართულიყო. ამ გარემოებების მიუხედავად, სააპელაციო სასამართომ ძალაში დატოვა პატიმრობის გადაწყვეტილება, რაც ნამდვილად პრობლემური და უსამართლოა.
ეს ყველაფერი უკვე ემსგავსება იმას, რომ თითქოს ეს ღონისძიებები ემსახურება არა მართლმსაჯულების ინტერესებს, არამედ დაკავებულების მიმართ მკაცრი სადამსჯელო ხელის ჩვენებას“, - ამბობს დაკავებულების ადვოკატი გურამ იმნაძე.
30 იანვარს საქმის პროკურორმა როინ ხინთიბაძემ განაცხადა, რომ ბრალდების მხარე მზად იყო, პატიმრობის უფრო ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლა მოეთხოვა, თუ ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებდნენ და ზიანს აანაზღაურებდნენ.
მოსამართლე დავით კურტანიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს, აკაკი ჩიქობავასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტს, გიორგი ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 25 იანვარს შეუფარდა. მათ ბრალად აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის განზრახ, ჯგუფურად დაზიანება ედებათ, რაც 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულების ქმედების შედეგად სახელმწიფოს 3380 ლარის ზიანი მიადგა. შემდეგი პროცესი სასამართლოში 18 მარტს არის ჩანიშნული.
პოლიციამ 23 იანვარს, ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე სულ 20 ადამიანი დააკავა. მათგან 18 - ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მოტივით. დაკავებულების ნაწილი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და 2000-2000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა. მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა 2000 ლარით დააჯარიმა აქციის გაშუქების დროს უკანონოდ დაკავებული ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი. სასამართლო პროცესები ჯერ დასრულებული არ არის.
