პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს ჭოუ ციენს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ღარიბაშვილმა სინანული გამოხატა ფრანგულ სატელევიზიო არხთან ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილის მიერ ჩინეთის პრეზიდენტთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 2 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 3 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 4 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 5 „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს
- 6 ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს და რუსეთს გადასცეს
- „გულში იმედოვნებთ, რომ პუტინი და ასევე სი ძინ პინი როდესმე გასამართლდებიან? ეს ძალიან შორეულ პერსპექტივაში ჩანს, სი ძინ პინი, უიღურების გენოციდისთვის, ვლადიმერ პუტინი ბრალდებულია არა მხოლოდ ომის დანაშაულისთვის, არამედ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის. თქვენი პირადი სურვილია, რომ ეს ორი ადამიანი გასამართლდეს, პუტინი რა თქმა უნდა, უპირველესად, რადგან თქვენ უფრო გეხებათ“, - ჰკითხა სატელევიზიო არხ LCI-ის ჟურნალისტმა პრეზიდენტს.
- „მე ჩემი შინაგანი რწმენით ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა. თუ მეკითხებით, ვფიქრობ, რომ ეს რეალისტურია? არა.
- რატომ?
- იმიტომ რომ ჩვენ რეალისტურ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ეს არ ხდება არ ვართ ალისას (საოცრებათა) სამყაროში“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან გამართულ შეხვედრაზე ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადება კატეგორიულად მიუღებელი, შემაშფოთებელია და ფორმალურადაც კი არ გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას ჩინეთის სახელმწიფოს და მისი ლიდერის მიმართ.
„აღნიშნული რიტორიკა ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების, ქართველი ხალხის დამოკიდებულებას ჩინეთთან და არ შეესაბამება ორი ქვეყნის მეგობრული, სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას და ის ზიანს აყენებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობას“, - პრემიერის განცხადებით, სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევით და სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ, ცალკეულ აქტივობებს ახორციელებს და საკუთარ შეფასებებს აკეთებს საერთაშორისო საკითხებზე, რომელიც თანხვედრაში არ არის ქვეყნის მთავრობის პოზიციასთან, რის გამოც უხერხულ მდგომარეობაში აყენებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს“.
პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ „პრეზიდენტის აღნიშნული განცხადება გავლენას არ მოახდენს, არ დააზიანებს საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობის უაღრესად პოზიტიურ ისტორიულ დინამიკას“.
2023 წლის ივლისში ჩინეთში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ.
უიღურები თურქულენოვანი ხალხია, რომელთა უმეტესობა დღეისთვის ჩინეთში, სინძიანის პროვინციაში ცხოვრობს. 1940-იან წლებში უიღურებს საკუთარი სახელმწიფო ჰქონდათ. აშშ, კანადა და ნიდერლანდები, ბრიტანეთი ჩინეთს მუსლიმი უიღურების გენოციდში ადანაშაულებენ.
