„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი, რომელსაც ვენის კონვენციის დარღევაში ადანაშაულებს, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
„ეს არის დიპლომატიური ღონისძიება, ზომა. როდესაც საქართველოში, ისევე როგორც ნებისმიერ ქვეყანაში მოქმედი ელჩი უხეშად არღვევს ვენის კონვენციის პრინციპებს, ხდება ხოლმე მისი დაბარება.
ბატონი ფიშერი პირადად არის ჩართული რადიკალური ოპოზიციის აქტივობებში, პირდაპირ ცდილობს ზეწოლა მოახდინოს დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაზე და ა.შ.“, – უთხრა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
კობახიძემ დიპლომატის ქვეყნიდან გაძევება გამორიცხა. „როცა იქნება, მას საკუთარი უფლებამოსილების ვადა ამოეწურება და დატოვებს ქვეყანას“, – თქვა მან.
პეტერ ფიშერმა საგარეო საქმეთა სამინისტროში მისვლამდე განაცხადა, რომ დაბარება დიპლომატიური სანქციის ფორმაა. მისივე თქმით, გერმანიასთან თანამედროვე საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა გერმანელი ელჩი სამინისტროში დაიბარეს.
„მკაცრად უარვყოფ უსაფუძვლო და პროვოკაციულ ბრალდებებს, რომლებიც გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის, ჩემი და სხვა ელჩების წინააღმდეგ არის გამოთქმული. ასევე, გავაკრიტიკებ საქართველოს მთავრობის ამჟამინდელ კურსს, რომელიც წინააღმდეგობაშია ევროკავშირში გაწევრიანებასთან“, – თქვა ელჩმა.
დღესვე 27 ქვეყნის საელჩომ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა. ისინი „მტკიცედ“ უარყოფენ „უსაფუძვლო“ ბრალდებებს საქართველოში ზოგიერთი დიპლომატიური მისიის საქმიანობის შესახებ და აცხადებენ, რომ „დეზინფორმაციას შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“. განცხადებაში ნათქვამია, რომ საელჩოები არცერთ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას არ უჭერენ მხარს, ხოლო ბრალდებები მათ მიერ ძალადობისა და ექსტრემიზმის მხარდაჭერის შესახებ „უბრალოდ სიმართლე არ არის“. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მთავრობასთან, ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ზოგადად მოქალაქეებთან შეხვედრა დიპლომატიური მუშაობის ნორმალური ნაწილია და ვენის კონვენციას სრულად შეესაბამება.
