საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ (POSTV) დასანქცირებას გამოეხმაურა. ელჩის თქმით, მათ არა ახალი ამბების არხებად, არამედ პროპაგანდისტულ ტელევიზიებად განიხილავს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 5 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 6 სუს-ის შენობასთან, მანქანაში, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის ცხედარი იპოვეს
„ამ ორივე არხს ჩვენი საელჩო მონიტორინგს უწევს, მეც პირადად ხანდახან ვუყურებ ხოლმე. მე არ მივიჩნევ მათ ახალი ამბების არხად, მე მათ მივიჩნევ პროპაგანდისტულ ტელევიზიებად. ისინი რეგულარულად ავრცელებენ ნარატივს, რაც, ჩემი აზრით, არის ძალიან ახლოს რუსულ ნარატივთან“, - განაცხადა პეტერ ფიშერმა ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში.
დიპლომატმა აღნიშნა, რომ დეზინფორმაცია რუსული აგრესიის ერთ-ერთი გამოვლინებაა და ის უკრაინისა და ევროკავშირის წინააღმდეგაა მიმართული.
„ყოველთვის მაკვირვებს ის სიხარული და ბედნიერება, რომელსაც ამ ორი ტელეარხის რეპორტიორები ასხივებენ, როდესაც ისინი ძალიან ცუდს საუბრობენ გერმანიაზე, ევროკავშირზე, დასავლეთზე. თუ რაიმე არასწორი ხდება ჩვენს ქვეყნებში, ხარობენ, ზეიმობენ. როცა მათ ვხვდები მისვამენ ჩამჭრელ კითხვებს, რომ ცუდად გამომიყვანონ, როცა რეალურად მე აქ ვარ, როგორც გერმანიის ელჩი, როგორც საქართველოს მეგობარი. ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვიყავით. ეს ორი არხი კი სულ ცდილობს, ცუდად გამომიყვანოს, ისევე როგორც ჩემი ქვეყანა. მე ვერ ვიტყვი ეს რას ნიშნავს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომეს ორი არხი არის პროპაგანდის საშუალება“, - განაცხადა ფიშერმა.
მისი თქმით, პროპაგანდისტული არხების დასანქცირება შესაძლოს სიგნალი იყოს „ქართული ოცნებისთვის“ მთავრობისთვის: „საქართველო სუვერენული ქვეყანაა, შეუძლია გააკეთოს ის, რაც სურს, მაგრამ სიგნალი შეიძლება იყოს ის, რომ ჩვენ ვაკვირდებით, სად უჭერენ მხარს ჩვენი ქვეყნების ამ ძირის გამომთხრელ საქმიანობას და სად - არა, სად ხდება სანქციების გვერდის ავლა და სად - არა“.
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ტელეკომპანიებს „იმედსა“ და „პოსტივის“ (POSTV), როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ“ ორგანიზაციებს, ფინანსური სანქციები დაუწესა. ამ გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გახდა დღეს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მეოთხე წლისთავზე.
ტელევიზიების დასანქცირების საფუძვლად მითითებულია რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ განზრახ შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება, რაც მხარს უჭერს ან ხელს უწყობს პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც ახდენს უკრაინის დესტაბილიზაციას ან ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის თანახმად, ორივე ტელევიზია „რეგულარულად ავრცელებს შინაარსს, რომ უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურია, უკრაინა დასავლეთის „მარიონეტია“, უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა და რომ უკრაინა და დასავლეთი ცდილობენ საქართველოს დესტაბილიზაციას“.
ტელეკომპანია „იმედს“ წლების განმავლობაში დიდ ბრიტანეთში ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის მიერ დაფუძნებული საინვესტიციო კომპანია „ჰანიველ პარტნერსი“ (Hunnewell Partners) ფლობდა. სანქციების გამოცხადებამდე ერთი თვით ადრე „იმედი“ სიმბოლურ ფასად გაიყიდა. ტელეკომპანიაში აცხადებენ, რომ „ბრიტანულ სანქციებს არავითარი ფასი არა აქვს“.
