გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა ალექსანდრე კარტოზია, რომელიც 1998-2004 წლებში, ედუარდ შევარდნაძის მთავრობაში, განათლების მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 ირაკლი რუხაძის თქმით, ტელეკომპანია „იმედი“ გაყიდა
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი კარტოზია წლებია ბერლინში ცხოვრობს. 2022 წელს, მან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო ორდენი „დამსახურების ჯვარი“ მიიღო. კარტოზიას ჯილდო საქართველოში გერმანიის მაშინდელმა ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა გადასცა.
„პროფესორ კარტოზიას, როგორც მეცნიერსა და მთარგმნელს, მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი გერმანულ-ქართული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში, განსაკუთრებით ლიტერატურის სფეროში“, - წერდა გერმანიის საელჩო.
ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ ხელისუფლება თავს ესხმის საქართველოში გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს. ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მას „ექსტრემისტული ჯგუფის მხარდაჭერასა“ და არჩევნებში „უხეშ ჩარევაში“ სდებს ბრალს. პაპუაშვილს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და უპასუხა, რომ „დეზინფორმაციისა და დამაზიანებელი ნარატივის გავრცელებით, იგი ზიანს აყენებს გერმანია-საქართველოს ურთიერთობებს“. შალვა პაპუაშვილის დეზინფორმაცია და უსაფუძვლო ბრალდებები დაგმო საქართველოში ევროკავშირის დელეგაციამაც.
გერმანიის მთავრობას „ქართული ოცნების“ ათზე მეტი თანამდებობის პირისთვის სავიზო სანქციები აქვს დაწესებული. გერმანიაში შესვლა აეკრძალათ მათ, ვინც საქართველოში აქციის მონაწილეების დაშინებაზე, დაკავებასა და მათზე ძალადობაზე არიან პასუხისმგებლები.
საქართველოს გერმანიაში ელჩი 2024 წლის ბოლოდან აღარ ჰყავდა. ბოლოს ამ თანამდებობას თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლევან იზორია იკავებდა, რომელიც განათლების საკითხებში „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მრჩევლად დაინიშნა.
